GOGA.TV
youtube
3
  • დონალდ ტრამპის ბრალდებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პასუხობენ

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 229 ათასს გადააჭარბა. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა კი მსოფლიო მასშტაბით 3,230 000-ს გადასცდა.

    სულ გამოჯანმრთელებულია მილიონზე მეტი ადამიანი. კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრალდებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პასუხობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა.

    ტედროს ადჰარნოს ცნობით, ჯანმომ პანდემიის პირობებში თავისი მოვალეობა ზედმიწევნით შეასრულა, დროულად იმოქმედა და კორონავირუსით მოსალოდნელი საფრთხეები საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად ამცნო.
    247 ნახვა
    30-04-2020, 09:10