GOGA.TV
youtube
3
  • ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება

    ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან დამიზნებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმისშვილი პეტროსიანების მისამართით.

    კადრებში ასევე ჩანს ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანიც. ინციდენტის დასრულების შემდეგ, ენზელ მკოიანი იარაღს ქამარში იდებს. ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ინციდენტის დროს ენზელ მკოიანის ძმისშვილი, მის გვერდით მდგომ პიროვნებას იარაღს ართმევს, პეტროსიანების მიმართულებით დამიზნებით ისვრის და უკან უბრუნებს.

    აღნიშნული იარაღი კი საქმეში არ დევს. ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

    შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ახალქალაქში სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.
    161 ნახვა
    1-05-2020, 09:12