GOGA.TV
youtube
3
  • მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

    მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ადვოკატი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მამა დავითი უდანაშაულოა და მიზანმიმართულად იდევნება.

    "დანაშული მოხდა 20 აპრილს, ხოლო მამა დავითი 27 აპრილს დააკავეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მამა დავითისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ. სამართლებრივად რომ შევაფასოთ უკვე განწირული იყო მამაო. როგორც ამ შვიდი დღის განმავლობაში თანამშრომლობდა მამაო გამოძიებასთან და ამას თავს არ არიდებდა, ისე მოიქცეოდა ორი თვის განმავლობაშიც,"- აცხადებს სასულიერო პირის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

    სასულიერო პირის მეორე ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

    "ამ საქმეში არსებული არცერთი გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ მამა დავითი შესაძლოა მიმალულიყო ან მტკიცებულებები გაენადგურებინა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უკანონო და დაუსაბუთებელი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ვითხოვთ გაუქმდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება,"- აღნიშნა სასულიერო პირის მეორე ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

    მოსამართლემ ყინწვისის მამათა მონასტრის ბერს, მკვლელობის მცდელობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა ორი დღის წინ შეუფარდა.
    210 ნახვა
    1-05-2020, 09:49