GOGA.TV
youtube
3
მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ევ­რო­პე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბის ჯგუფ­მა სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა თე­მა­ზე - "რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ხში­რად კრი­მი­ნა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი".

    რო­გორც გა­ირ­კვა, და­ქი­რა­ვე­ბულ ქი­ლე­რებ­სა და მა­ფი­ის ბო­სებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჭარ­ბობს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ ფაქტს ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბა­ტო­ნო­ბის სურ­ვი­ლით ხსნი­ან. რო­გორც ჩანს, ამ გზით ცდი­ლობს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბევ­რი ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მას და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას.

    გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ რე­ცი­დი­ვის­ტთა და რე­კე­ტი­ორ­თა რი­გებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ მთა­ვარ როლს ამ მხრივ, ტყუ­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ორ­სა­ხოვ­ნე­ბა თა­მა­შობს. ისი­ნი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მარ­ტი­ვად შე­დი­ან კონ­ტაქ­ტში, ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ შემ­დეგ კი ოს­ტა­ტუ­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ ბო­როტ ჩა­ნა­ფიქ­რს.

    მო­ძა­ლა­დე­ებ­სა და სე­რი­ულ მკვლე­ლებს შო­რის, რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, ისე­თი ნი­შა­ნი ლი­დე­რობს რო­გო­რი­ცაა თევ­ზე­ბი . ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ ხალ­ხს ფა­რუ­ლი აგ­რე­სია ახა­სი­ა­თებს. წლო­ბით დაგ­რო­ვილ ნე­გა­ტივს კი ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ფსი­ქი­კის სრულ დეგ­რა­და­ცი­ამ­დეც მიჰ­ყავს. რაც თა­ვის მხრივ ხდე­ბა კი­დეც მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი.

    იქ­ნებ უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე "შუ­რის­მა­ძი­ე­ბელ" და აგ­რე­სი­ულ ნიშ­ნად მო­ნათ­ლუ­ლი მო­რი­ე­ლე­ბი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით სიის ბოლო ად­გილ­ზე გან­თავ­სდნენ. თუმ­ცა­ღა, ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ ფაქ­ტის მი­ზე­ზი მო­რი­ე­ლე­ბის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა კი არა, მათ მიერ იდე­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი და გათ­ვლი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბია. ეს სტა­ტის­ტი­კა ხომ ძი­რი­თა­დად უკვე გახ­სნილ-გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მი­ხედ­ვით იქნა შედ­გე­ნი­ლი.

    კი­დევ ერთი, აგ­რე­სი­ით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიშ­ნის ვერ­ძის კი­სერ­ზე კი ძი­რი­თა­დად აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ­თა სი­ა­ში ას­ტრო­ლო­გე­ბი ვერ­ძებ­საც ნაკ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბენ.

    კუ­რო­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი "ბნე­ლი საქ­მე­ე­ბიც" მცი­რედ მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სტა­ტის­ტი­კა­ში. თუმ­ცა­ღა, თუკი კურო რა­ი­მე სა­ხის კრი­მი­ნა­ლურ აფი­ო­რა­ზე მი­დის კი­დეც, ძი­რი­თა­დად ეს თავ­დაც­ვა უფ­როა ვიდ­რე ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ან შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით. კურო, რო­გორც წესი, სა­კუ­თარ მფლო­ბე­ლო­ბას იცავს; სხვა არა­ფე­რი.

    კირჩხი­ბე­ბი, თხის რქე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით მოხ­ვდნენ ამ კვლე­ვა­ში. უფრო ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა თვალ­ში ქალ­წუ­ლი­სა და სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი . გან­სა­კუთ­რე­ბულ "აუტ­სა­ი­დე­რე­ბად" კი ამ მხრივ რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ლო­გებ­მა ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მერ­წყუ­ლი და აზარ­ტუ­ლი მშვილ­დო­სა­ნი მი­იჩ­ნი­ეს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    264 ნახვა
    2-05-2020, 01:20