GOGA.TV
youtube
3
ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    5 მა­ისს მთვა­რის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი (მას რახუ-ქე­თუ­საც ეძა­ხი­ან), აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ვა­ლი, მდე­ბა­რე­ო­ბას იც­ვლი­ან და ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე გან­ლად­გე­ბი­ან, სა­დაც 2022 წლის 18 ნო­ემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბი­ან. რახუ-ქეთუ არ არი­ან პლა­ნე­ტე­ბი, ისი­ნი ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვთ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე და ახ­ლაც გვინ­და თუ არა, ყუ­რა­დღე­ბის ფო­კუ­სი უნდა მი­ვა­პყროთ ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის თე­მებს.
    5 მა­ი­სამ­დე კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი კარ­დი­ნა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბის კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე. ახლა გა­დას­ვლა ხდე­ბა მუ­ტა­ბე­ლურ (ცვა­ლე­ბა­დი) ნიშ­ნებ­ზე. ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, კონ­ტაქ­ტუ­რო­ბა­ზე, კო­მუნ­კა­ცი­ა­ზე, სწავ­ლა­ზე, სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. უნდა შევ­ძლოთ სწრა­ფად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ადაპ­ტი­რე­ბა ახალ გა­რე­მო­ში. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ემიგ­რა­ცი­ის, სწავ­ლის, სა­მეც­ნი­ე­რო, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იც­ვლე­ბა სამ­ყა­როს ცხოვ­რე­ბა, ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით და ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ცვლი­ლე­ბებს, ნუ გა­უშ­ვებთ შანსს ხე­ლი­დან. ცოტა გა­უ­ჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან წე­სებს, ვინც წარ­სულ­საა ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი და არ სურს გან­ვი­თა­რე­ბა, სი­ახ­ლე­ებ­თან შე­გუ­ე­ბა და წარ­სულ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა. ჩვენ აზ­როვ­ნე­ბის ერთი ფორ­მი­დან მე­ო­რე­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ.
    ცვლი­ლე­ბებს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ტყუ­პი და მშვილ­დო­სა­ნი იგ­რძნო­ბენ. იმი­სათ­ვის, რომ უკეთ მიხ­ვდეთ რა ცვლი­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი და რა მო­გე­თხო­ვე­ბათ, გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დი 2001 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2003 წლის აპ­რი­ლამ­დე, ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ვა­ლი მა­ში­ნაც ამ პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ყვე­ლა­ფე­რი იდენ­ტუ­რად გან­მე­ორ­დეს, მაგ­რამ სფე­რო­ე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა კი ვნა­ხოთ, რა გე­ლით ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

    ვერ­ძი
    თქვენ­თვის აქ­ტი­ურ­დე­ბა თე­მე­ბი: ინ­ფორ­მა­ცია, დო­კუ­მენ­ტე­ბი, სწავ­ლა, მი­მოს­ვლა (მივ­ლი­ნე­ბა). კარ­გია ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, ჩა­ე­წე­რეთ ახალ კურ­სებ­ზე (უცხო ენე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი). შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ. გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი და-ძმებ­თან. აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა პი­რა­დი ტრან­სპორ­ტის თე­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ან აი­ღოთ მარ­თვის მოწ­მო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა ან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­როს სა­მუ­შა­ოდ.

    კურო
    უნდა გა­და­ხე­დოთ ფი­ნან­სებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. მე­ტად უნდა და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, თქვე­ნი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. გექ­ნე­ბათ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა დარ­წმუნ­დე­ბით, რომ უფრო მეტი ღირ­ხართ, ვიდ­რე გე­გო­ნათ. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თა­ნაა კავ­შირ­ში, შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი საქ­მე, ხე­ლო­ბა უფრო მე­ტად და­ა­ფა­სოთ, გა­აძ­ვი­როთ მომ­სა­ხუ­რე­ბა. თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, შე­გიძ­ლი­ათ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვოთ. თუ აქამ­დე ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ იყა­ვით, ახლა მო­გე­ცე­მათ შან­სი. შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ მე­უღ­ლის­გა­ნაც, მშობ­ლე­ბის­გან, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. ამ პე­რი­ოდ­ში და­აბ­რუ­ნებთ ვა­ლებ­საც. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დრო­ზე ადრე და­ხუ­როთ კრე­დი­ტი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

    ტყუ­პი
    ტრანსფორ­მა­ცია და ცვლი­ლე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში (საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი). თა­მა­მი და მზად ხართ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. გა­და­ა­ფა­სეთ ის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რაც ახლა გაქვთ. თუ არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, დროა და­ფიქ­რდეთ, რას გაძ­ლევთ ის, რა უნდა შეც­ვა­ლოთ, რის­კენ უნდა გან­ვი­თარ­დეთ. და შე­იძ­ლე­ბა ან კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, ან და­შორ­დეთ ადა­მი­ანს. თუ პარტნი­ო­რი არ გყავთ, ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გა­რეგ­ნო­ბის, იმი­ჯის შეც­ვლა. სა­ერ­თოდ, ეცა­დეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვე­ნი თავი სა­უ­კე­თე­სოდ წა­რუდ­გი­ნოთ.

    კირჩხი­ბი
    მე­ტად მო­გინ­დე­ბათ სიმ­შვი­დე, გან­მარ­ტო­ე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვა. დრო უნდა და­უთ­მოთ სა­კუ­თარ თავს, გა­იც­ნოთ თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. მო­გინ­დე­ბათ გან­ვი­თარ­დეთ სუ­ლი­ე­რად და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ შე­ის­წავ­ლოთ ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბი, რე­ი­კი, ცი­გუ­ნი, ას­ტრო­ლო­გია. აგ­რეთ­ვე, ცვლი­ლე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას კი არა რეტ­რიტს, სა­ნა­ტო­რი­უმს, კუნ­ძულს ან მე­გა­პო­ლი­სი­დან მო­შო­რე­ბულ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ან გან­მარ­ტო­ე­ბულ ად­გილს ამ­ჯო­ბი­ნებთ. მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­შვი­დე და გან­მარ­ტო­ე­ბა თქვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გახ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი მუ­შა­ო­ბა­საც დის­ტან­ცი­უ­რად შეძ­ლებს - ცალ­კე კა­ბი­ნეტ­ში ან სახ­ლი­დან. ან შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ მუ­შა­ო­ბის გრა­ფი­კი ან სამ­სა­ხუ­რი. ზო­გი­ერ­თი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ყიდ­ვას გა­და­წყვეტს. ზო­გი­ერ­თი კი მიზ­ნად და­ი­სა­ხავს გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან და და­ი­წყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა. მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­სა და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე.

    ლომი
    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა, მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რად. ამ 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ მი­ი­ღებთ ჯილ­დოს წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა და­წი­ნა­ურ­დეთ, მი­ი­ღოთ ფუ­ლა­დი პრე­მია. მო­ი­პო­ვებთ წარ­მა­ტე­ბას, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კონ­კურ­სებ­შიც მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვოს. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა იმ ჯგუფ­ში, სა­დაც ტრი­ა­ლებთ ან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, გა­წევ­რდე­ბით ახალ ჯგუ­ფებ­ში. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის სწავ­ლა და­ი­წყოთ ჯგუ­ფუ­რად ან თა­ვად და­ი­წყოთ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ონ­ლა­ინ პრო­ექ­ტე­ბი, პიარ და სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბით. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ჰო­ბი­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც გიყ­ვარ­დათ. ან ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­დოს ურ­თი­ერ­თო­ბამ და თუ შეხ­ვედ­რე­ბის დო­ნე­ზე იყო, ახლა ერ­თად გა­და­წყვი­ტოთ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი გა­მო­გიჩ­ნდეთ. ლო­მე­ბის ოჯახ­ში ახა­ლი ბავ­შვე­ბი გაჩ­ნდე­ბი­ან, - შვი­ლი ან შვი­ლიშ­ვი­ლი, დის ან ძმის შვი­ლი. ან შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეთ ისეთ ადა­მი­ან­ზე, ვი­საც უკვე ჰყავს შვი­ლი.

    ქალ­წუ­ლი
    პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ კა­რი­ე­რა, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა, სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ და­წი­ნა­ურ­დეთ, მი­ი­ღოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, მა­ღა­ლი ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა. ქალ­წუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეს, სტა­ტუ­სის შეც­ვლა ამა­საც გუ­ლის­ხმობს. ამ პე­რი­ოდ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მი­ი­ღებთ იმ სფე­რო­ში, რომ­ლის­კე­ნაც ის­წრაფ­ვით. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ მიზ­ნებს, აის­რუ­ლებთ კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სურ­ვი­ლებს. შე­იძ­ლე­ბა მო­გე­მა­ტოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის მი­მართ. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სახ­ლში, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­დოთ ერთი ბინა და იყი­დოთ მე­ო­რე. შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეთ და ახალ ბი­ნა­ში გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად. გე­ყო­ლოთ შვი­ლი ან უფ­როს­მა შვი­ლებ­მა და­ტო­ვონ თქვე­ნი ბინა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ან ბი­ნის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი. ეცა­დეთ, სამ­სა­ხუ­რი­სა და კა­რი­ე­რის გამო არ მო­წყდეთ ოჯახს. ზო­გი­ერთს კი სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო სხვა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­წევს გა­დას­ვლა.

    სას­წო­რი
    ბევ­რი ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით იუ­რი­დი­ულ სფე­რო­ში, სწავ­ლის (უცხო ენის, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის) და­წყე­ბის ან პე­და­გო­გი­კის (ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვის) სა­კი­თხებ­ში. ყვე­ლა ის სფე­რო, რაც უცხო­ეთ­თა­ნაა კავ­შირ­ში, წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ ან იმოგ­ზა­უ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ, ან უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან აა­წყოთ საქ­მე, ან სუ­ლაც უცხო­ელ­ზე და­ქორ­წინ­დეთ (სხვა კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ან­ზე). შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ ის­წავ­ლოთ სა­ზღვარ­გა­რეთ. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ მე­გობ­რე­ბის, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის წრე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში შემ­ცირ­დე­ბა კავ­ში­რი მე­გობ­რებ­თან, და-ძმებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ან შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

    მო­რი­ე­ლი
    ეს პე­რი­ო­დი ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ფუ­ლის წყა­რო. ან სუ­ლაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რი ან და­ი­წყოთ კერ­ძო ბიზ­ნე­სი. აგ­რეთ­ვე, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის­თვის (ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვის ან სწავ­ლა) მი­ი­ღოთ კრე­დი­ტი, მემ­კვიდ­რე­ო­ბა, დახ­მა­რე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, მე­უღ­ლის­გან ან გა­ი­ჩი­ნოთ სპონ­სო­რი; ეს შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს პენ­სი­ის აღე­ბა­საც და სტი­პენ­დი­ის, ალი­მენ­ტის მი­ღე­ბა­საც. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მდი­დარ ადა­მი­ან­ზე გა­თხოვ­დეს და პარტნი­ო­რის ფუ­ლე­ბის გან­კარ­გვა და­ი­წყოს. კარ­გი პე­რი­ო­დია კრე­დი­ტის ასა­ღე­ბა­დაც და იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც გექ­ნე­ბათ, რომ წარ­სულ­ში აღე­ბუ­ლი ახლა და­ხუ­როთ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ამ 18 თვე­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, - ეს ეხე­ბა რო­გორც საქ­მი­ან, ისე სა­სიყ­ვა­რუ­ლოს. გა­და­ხე­დავთ და გა­და­ა­ფა­სებთ ზო­გი­ერთ კავ­შირს. ზო­გი­ერთს მო­გინ­დეთ, სა­კუ­თარ როლ­ში უკეთ გარ­კვე­ვა, ცვლი­ლე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს კავ­ში­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას და სი­ხა­რულს აღარ გა­ნი­ჭებთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ისე, რო­გორც ადრე იყო, აღარ იქ­ნე­ბა, რად­გან რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა აღარ მო­გინ­დე­ბათ, მო­გინ­დე­ბათ საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა პარტნი­ორ­თან. ან გა­წყვი­ტავთ კავ­შირს, ან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა დო­ნე­ზე გა­და­ვა. თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჯერ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი არ გყავთ, ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ და ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი კარ­მუ­ლი პარტნი­ო­რი (სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ნახ­ვით). ზო­გი­ერთს ელის გან­ქორ­წი­ნე­ბა, ზოგს - და­ქორ­წი­ნე­ბა, ზოგს კი ორი­ვე ერ­თად. ახა­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი იდეა. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან, შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ახ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ იმი­ჯი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან. მე­ტად იზ­რუ­ნებთ და და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ თავს.

    თხის რქა
    თქვე­ნი მთვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა: სამ­სა­ხუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბა; ყო­ველ­დღი­უ­რი გრა­ფი­კი და რუ­ტი­ნა. კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბის გა­და­ა­დი­ლე­ბა მო­გი­ტანთ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და პერ­სპექ­ტი­ვებს კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, - ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ან სამ­სა­ხურს. ან და­კავ­დე­ბით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი, და­ხუ­როთ კრე­დი­ტი, იპო­თე­კა. თუმ­ცა, ვალი შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კი არა, მო­რა­ლუ­რი იყოს. ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და თქვენს აღ­მა­ვალს, მაგ­რამ დაღ­მა­ვა­ლიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მი­გი­თი­თებთ, რომ წერ­ტი­ლი უნდა და­უს­ვათ რა­ღაც წარ­სულ თე­მებს. თუ გქონ­დათ ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი (ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ერთ-ერთი გმი­რი იყა­ვით) ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ან უნდა დას­რულ­დეს, ან სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და­წყე­ბას: და­ი­ცა­ვით დღი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მი, იკ­ვე­ბეთ სწო­რად და ჯან­სა­ღად; მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე და სა­სურ­ვე­ლია, და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. არ­სე­ბობს შან­სი, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ და­ა­ვა­დე­ბის­გან, რო­მე­ლიც გზღუ­დავთ.

    მერ­წყუ­ლი
    მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­ტა­ნენ ახალ სიყ­ვა­რულს, ახალ პარტნი­ორს, ჰო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის ახალ სფე­რო­ებს. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სექ­სის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი. თუ უკვე ხართ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კავ­ში­რი მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა. მო­გინ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა, და­პა­ტი­ჟებთ ერ­თმა­ნეთს პა­ე­მან­ზე. ერთი სი­ტყვით, ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ნა­ახ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. აგ­რეთ­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი დის ან ძმის შვი­ლი ან და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა ბავ­შვებ­თან. ზო­გა­დად, ამ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ზო­გი­ერთს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ ჰობი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცი­ოთ ან გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი ნიჭი გა­აც­ნოთ. მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში. მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნეთ ინ­ტერ­ნე­ტი სა­კუ­თა­რი თვის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი სა­მე­გობ­რო წრე, გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი ინ­ტე­რე­სის მე­გობ­რე­ბი და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახალ სა­მე­გობ­რო წრე­ში გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი გული შე­იყ­ვა­რებს.

    თევ­ზე­ბი
    ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენც არა­ნაკ­ლებ გე­ხე­ბათ, რად­გან ქალ­წულ­თან ერ­თად მუ­ტა­ბე­ლუ­რი ჯვრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვლოთ ოჯახ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ბინა ან სხვა მი­სა­მარ­თზე გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით. ზოგი აგა­რა­კის ან სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, კა­პი­ტა­ლურ რე­მონტს და­ი­წყებს, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღოს. ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს სამ­სა­ხურ­საც. გა­დახ­ვი­დეთ ახალ ად­გილ­ზე (ქა­ლა­ქი, ქვე­ყა­ნა) ან და­ი­კა­ოთ უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბიზ­ნე­სი სახ­ლი­დან აწარ­მო­ოთ ან სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თოთ. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ქორ­წინ­დეთ (ან გან­ქორ­წინ­დეთ), შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლი ან ქორ­წი­ნე­ბის გამო მო­გი­წი­ოთ სხვა­გან გა­დას­ვლამ.


    წყარო: ambebi.ge/astrology/
    268 ნახვა
    3-05-2020, 04:44