GOGA.TV
TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ვარსკვლავებმა ყველაზე კეთილი გულით დააჯილდოვა
  • TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ვარსკვლავებმა ყველაზე კეთილი გულით დააჯილდოვა

    ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ამი­ტო­მაც არის, რომ არ­სე­ბო­ბენ გა­მორ­ჩე­ვით გულ­კე­თი­ლი, ან პი­რი­ქით ჩა­კე­ტი­ლი, შუ­რი­ა­ნი და იდუ­მა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნიშ­ნე­ბი. დღეს სამ ყვე­ლა­ზე კე­თილ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მელ­თა საქ­ცი­ე­ლიც აუ­ცი­ლე­ბა­ლად გა­მო­იწ­ვევს თქვენ­ში სიმ­პა­თი­ას თუ არა მცი­რე­ო­დენ თეთრ შურს მა­ინც... მა­ინც რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ამ ადა­მი­ა­ნებს ესო­დენ სულ­გრძე­ლე­ბი იყონ და აკე­თონ ამ­დე­ნი სი­კე­თე, ან­გა­რე­ბის გა­რე­შე.

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია და სიმ­ბო­ლუ­რად ბავ­შვუ­რო­ბას­თან, ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ვი­საც ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ჰქო­ნია საქ­მე, და­მე­თან­ხმე­ბი­ან ალ­ბათ, რომ მათ ხა­სი­ათ­ში უტაქ­ტო­ბა­სა და უხე­შო­ბას­თან ერ­თად, გა­სა­ო­ცა­რი მი­ა­მი­ტო­ბა და სი­ა­ლა­ლეა თავ­მოყ­რი­ლი. ვერ­ძე­ბის დიდ ნა­წილს სა­ერ­თოდ არ ეხერ­ხე­ბა ან ცუ­დად ეხერ­ხე­ბა ტყუ­ი­ლის თქმა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი იგი იძუ­ლე­ბუ­ლია გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ი­ტყუ­ოს კი­დეც, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მოს­ცდე­ბა მოკ­ლე ხან­ში ნათ­ქვა­მის "ორი­გი­ნა­ლი ვერ­სია". იგი ეგო­ის­ტია, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე გუ­ლუხ­ვი და სა­ოც­რად გულ­კე­თი­ლი, როცა საქ­მე და­ჩაგ­რუ­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­სა და უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ეხე­ბა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერ­ძის პო­ზი­ცი­ას ვე­რა­ნა­ი­რი ფი­ნან­სე­ბით ვე­რა­ვინ "იყი­დის".

    ლომი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს ანა­ტო­მი­უ­რად გული შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის ის ფაქ­ტი, რომ ლო­მის ერთი შე­ხედ­ვით ამა­ყი, გო­რო­ზი და თით­ქოს­და შე­უ­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბის უკან სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი და გან­ცდი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იმა­ლე­ბა. ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა, ამი­ტომ მისი ყვე­ლა საქ­ცი­ე­ლი გუ­ლის კარ­ნახს ემორ­ჩი­ლე­ბა. ამ ხალ­ხს არ შე­უძ­ლია დიდ­ხანს ითა­მა­შოს გულ­გრი­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის და­ჭე­რა, გვერდს არა­სო­დეს აუვ­ლი­ან მათ, ვი­საც მათი დახ­მა­რე­ბა და თა­ნად­გო­მა რე­ა­ლუ­რად ესა­ჭი­რო­ე­ბა. ლომი აღ­მერ­თებს სუს­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბას, ამი­ტომ მისი იმე­დი ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ვინც მის გუ­ლამ­დე მი­აღ­წევს გულ­წრფე­ლი თხოვ­ნი­თა და ღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბით. ლო­მე­ბი ვერ იტა­ნენ მეწვრილ­მა­ნე, ჭო­რი­კა­ნა და ფლიდ ხალ­ხს. ამი­ტომ თუკი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლებთ, იცო­დეთ, რომ ლო­მის სა­ხით სა­მო­მავ­ლოდ სე­რი­ო­ზულ მტერს შე­ი­ძენთ.

    მერ­წყუ­ლი - ერთი შე­ხედ­ვით გულ­გრი­ლი, ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლი და ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. შე­საძ­ლოა გე­გო­ნოთ კი­დეც, რომ მას სა­თუ­თი ემო­ცი­ე­ბი ხან­და­ხან სა­სა­ცი­ლო­დაც კი ეჩ­ვე­ნე­ბა. თუმ­ცა არამც და არამც არ გახ­ლავთ ასე. მერ­წყუ­ლის შე­სა­ხებ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა ძა­ლი­ან მალე შე­იც­ვლე­ბა, თუკი სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ ეს ადა­მი­ა­ნი მა­ღალ პოსტზე ან რა­ი­მე ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბი­სას იხი­ლოთ. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის სიმ­ბო­ლო ამა­ოდ როდი "არ­წყუ­ლებს" კა­ცობ­რი­ო­ბას. მერ­წყუ­ლის ჰუ­მა­ნუ­რო­ბაც სწო­რედ აქე­დან მო­დის, იგი ყო­ველ­თვის მზა­დაა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბიც კი და­დოს სას­წორ­ზე, კა­ცობ­რი­ო­ბის, სო­ცი­უ­მის და­სახ­მა­რებ­ლად. მარ­თა­ლია, ურა­ნუ­ლი სი­ცი­ვე არ აძ­ლევს ნე­ბას გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბით ან ენის მო­ჩლე­ქით გა­მო­ხა­ტოს ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ გწამ­დეთ მის კაც­თმოყ­ვა­რე გულ­ში ნე­ბის­მი­ე­რის­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ად­გი­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    519 ნახვა
    3-05-2020, 04:45