GOGA.TV
ქუთაისსა და ბათუმში ავტომობილით შესვლა და გამოსვლა შესაძლებელი დღეიდან გახდა
  • ქუთაისსა და ბათუმში ავტომობილით შესვლა და გამოსვლა შესაძლებელი დღეიდან გახდა

    საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა - ქუთაისსა და ბათუმში ავტომობილით შესვლა და გამოსვლა შესაძლებელი დღეიდან გახდა. თუმცა, ისევ ძალაში რჩება კომენდანტის საათი და ავტომობილით გადაადგილების წესები.

    "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაიხსნა ქალაქის ყველა შემოსასვლელი და გასასვლელი. ყველა ის პროექტები,რომელიც პანდემიის დროს შეჩერებული იყო განახლდება, მოხდება მონიტორინგი, - ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემაიშვილი.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ასევე გაიხსნა ავტოსარემონტო დაწესებულებები და დასაშვები გახდა სამშენებლო ბიზნესსაქმიანობა. გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრებიც, მაგრამ ამ მომსახურების მისაღებად მსურველებმა ვიზიტი წინასწარ დისტანციურად უნდა დაჯავშნონ.
    190 ნახვა
    5-05-2020, 01:25