GOGA.TV
youtube
3
ხანძარი გურამიშვილის გამზირზე - ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა
  • ხანძარი გურამიშვილის გამზირზე - ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

    ხანძარი გურამიშვილის გამზირზე - ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დაშავებულია შუახნის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი დგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სამზარეულოში ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა.

    "ჩემი მაზლია დაშავებული. წაიყვანა სასწრაფომ. მარტო იყო. როგორც მერე შევიხედე , სამზარეულო იყო უფრო დამწვარი, - ამბობს დაშავებულის ნათესავი.

    ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
    219 ნახვა
    5-05-2020, 01:48