GOGA.TV
youtube
3
  • ჩამტვრეული მინები ხობის ადმინისტრაციულ შენობაში - პროტესტის მიზეზი ივანიშვილის ხეები გახდა

    ხმაური და დაპირისპრება ხობში - ადმინისტრაციულ შენობაში ჩამტვრეულია მინები. დაპირისპირება და ადგილობრივების პროტესტი ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხის გადატანას მოჰყვა.

    სოფელ ხორგის მცხოვრები საუკუნოვანი ჭადრის წაღებას აპროტესტებდა და სახლთან მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვდა, რომელიც ხის ამორგვის სამუშაოების გამო დაზიანდა. გამგეობაში მისულ ლევან ჯოჯუას ადგილზე არავინ დახვდა, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ ადმინისტრაციული შენობის მინების ჩამტვრევის გამო ლევან ჯოჯუა სხვისი საკუთრების დაზიანების ბრალდებით დააკავა. დაკავებული ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს.
    169 ნახვა
    5-05-2020, 10:05