GOGA.TV
youtube
3
  • ხმაურია ნავთლუღის ბაზარში - ბაზრის მოვაჭრეები აქციებით იმუქრებიან

    ხმაურია ნავთლუღის ბაზარში - მოვაჭრეები ბაზრის გახსნას დღეიდან ელოდნენ, თუმცა მუშაობა ვერ განაახლეს.

    მოვაჭრეები ბაზრის ტერიტრიაზე დილიდან მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციის საბოლოო გადაწვეტილება მათთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის. ბაზრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა ახალი რეგულაციებისა და სოლიდური ჯარიმის შიშით ბაზრის გახსნას არ აპირებს. მოვაჭრეები კი შემოსავლის წყაროს დაბრუნებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

    ყველაფერს გავაკეთებთ, დისტანცია არის, სისუფთავეც. შეამსუბუქონ ეს ჯარიმები, რომ არც მოვაჭრეს ეშინოდეს და არც ადმინისტრაციას.

    თუ არ გახსნიან, მივდივართ იმ ზომამდე დამშეული ხალხი, რომ მოვაწყობთ მიტინგებს ქუჩაში და ძალიან დიდი ძალა ვართ. დამშეული ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, აღარც კომენდანტის საათი უშველის და აღარც საგანგებო, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

    ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ბაზარში ზედამხედველობის სამსახური შევიდა და კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს. მისივე თქმით, თუ ნავთლუღის ბაზარში ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და ყველა რეგულაციის დაცვის შესაძლებლობა იქნება, ბაზარს გახსნიან.
    254 ნახვა
    5-05-2020, 10:17