GOGA.TV
youtube
3
"მათი ბედი ხშირად ფატალურია" - ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი მე-13 ნიშანი, გველმჭერი
  • "მათი ბედი ხშირად ფატალურია" - ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი მე-13 ნიშანი, გველმჭერი

    1922 წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ნო­მი­უ­რი კავ­ში­რის წევ­რე­ბის მო­რი­გი შეხ­ვედ­რი­სას, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ლე­ი­ტონ­ში (ჰო­ლან­დია) მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა არ­ტურ სტენ­ლი ედინგტონ­მა გა­აჟ­ღე­რა ჰი­პო­თე­ზა მე­ცამ­ტე ზო­დი­ა­ქოს შე­სა­ხებ...

    მისი მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ბედ­მა ოც­და­ათ ნო­ემ­ბერ­სა და ჩვიდ­მეტ დე­კემ­ბერს შო­რის და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სი­ი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ევ­ლი­ნე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნას. ისი­ნი გვე­ლისმპყრობ­ლე­ბად იმა­ვე გველმჭე­რე­ბად ით­ვლე­ბი­ან.

    გველმჭე­რის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და და მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს უძ­ვე­ლეს ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ვხვდე­ბით... ას­ტრო­ლო­გე­ბი დღემ­დე და­ვო­ბენ იმის შე­სა­ხებ, არის თუ არა გველმჭე­რი კონ­კრე­ტუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, თუ იგი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის მო­რი­ე­ლის "სპე­ცე­ფექ­ტე­ბით" გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ნა­ზა­ვია.

    ასეა თუ ისე, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა. პრაქ­ტი­კა­ში თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ბედ­მა სწო­რედ დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში არ­გუ­ნა და­ბა­დე­ბა რე­ა­ლუ­რად, მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც "მშვილ­დოს­ნუ­რი" თვი­სე­ბე­ბით და მათი ბედი ხში­რად ერ­თობ ფა­ტა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სოა.

    ას­ტრო­ლო­გე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ვი­საც ე.წ. "გველმჭე­რის" პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბულ ხალ­ხთან ჰქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, ერ­თხმად თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი, ნიჭი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გან­საც­დე­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.

    ისი­ნი მშვილ­დოს­ნის ფი­ლო­სო­ფი­ურ ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად ფლო­ბენ მო­რი­ე­ლის მაგ­ნე­ტიზმსა და გამ­ძაფ­რე­ბულ ინ­ტუ­ი­ცი­ურ აღ­ქმას. მათ უმე­ტე­სო­ბას არ შე­უძ­ლია რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ როცა ერთი ეტა­პი სრულ­დე­ბა მათ­თვის, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ ხი­დებს ისი­ნი ყო­ველ­თვის წვა­ვენ და წარ­სულ­თან აღა­რა­სო­დეს ბრუნ­დე­ბი­ან . არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც, ისი­ნი თა­ვად ხდე­ბი­ან ფა­ტა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. შემ­დეგ მი­დი­ან და უკან ტო­ვე­ბენ ტკი­ვილს, ცრემ­ლებს, ნან­გრე­ვებს, ზოგ­ჯერ ზი­ზღსა და შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს.

    გველმჭე­რის ხა­სი­ა­თი თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს ერ­თდრო­უ­ლად მკურ­ნა­ლი­სა და გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის თვი­სე­ბებს. მას შე­უძ­ლია მაგ­ნი­ტი­ვით მი­ი­ზი­დოს ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლა ბო­როტ­სა და კე­თილს შო­რის ხში­რად ურ­თუ­ლებს ამ ადა­მი­ანს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. გველმჭე­რე­ბი გა­სა­ო­ცა­რი შორ­სმჭვრე­ტებ­ლო­ბით, ამ­ტა­ნო­ბი­თა და რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რით არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნი. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­აჩ­ნია წი­ნას­წარ ხედ­ვის ნიჭი და კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია. თუმ­ცა, მძაფ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა ტრანსფორ­მა­ცი­ის­კენ აი­ძუ­ლებს მათ, მუდ­მი­ვად ის­წრა­ფოდ­ნენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლის­კენ.

    თუმ­ცა, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ გველმჭე­რის სიმ­ბო­ლო – ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დიდი ზო­მის გვე­ლი უპყრია ხელთ. გვე­ლი მა­ინც გვე­ლია, ამი­ტომ ეს სიმ­ბო­ლო კონ­კრე­ტულ მე­სიჯს მო­ი­ცავს მათ­თვის, ვინც გველმჭე­რის პე­რი­ოდ­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას – სულ ცოტა უყუ­რა­დღე­ბო­ბა და გვე­ლი, რო­მე­ლიც თქვენს ქვეც­ნო­ბი­ერ­შია და­ბუ­დე­ბუ­ლი, მო­მენ­ტა­ლუ­რად დაგ­გეს­ლავთ სა­სიკ­ვდი­ლოდ . სწო­რედ ამი­ტომ მო­გე­ნი­ჭათ ზღვარ­ზე სვლის ნიჭი – "გვე­ლის პყრო­ბა" და მისი შხა­მის მარ­თვა სუ­ლაც არ გახ­ლავთ ად­ვი­ლი!

    გველმჭე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხში­რად და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ნა­თელ­ხილ­ვის, წი­ნას­წარ­ხედ­ვის, მკურ­ნა­ლო­ბის (რენტგე­ნუ­ლი ხედ­ვის), ტე­ლე­კი­ნე­ზი­სა და ტე­ლე­პორ­ტა­ცი­ის ნი­ჭით . ბევ­რი მათ­გა­ნი ძალ­ზე პა­ტა­რა ასა­კი­დან ახერ­ხებს და­ი­მახ­სოვ­როს და დი­დო­ბა­ში გა­იხ­სე­ნოს დე­ტა­ლუ­რად წლე­ბის წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. მათ აქვთ ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნიჭი და­ი­ნა­ხონ ერთი შე­ხედ­ვით, თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი წვრილ­მა­ნე­ბი და იგ­რძნონ ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც გარ­შე­მო მყო­ფე­ბი თავ­და­ჭე­რი­ლო­ბის უკან გულ­მოდ­გი­ნედ მა­ლა­ვენ.

    ბევ­რი გველმჭე­რი ხა­სი­ათ­დე­ბა სიკ­ვდი­ლის ფე­ნო­მე­ნი­სად­მი უსა­ზღვრო ინ­ტე­რე­სით. ამას­თან ერ­თად, ამ ადა­მი­ა­ნებს არა­სო­დეს აში­ნებთ თა­ვად გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი . ეს იმი­ტომ, რომ ში­ნა­გა­ნად კარ­გად ეს­მით ტრანსფორ­მა­ცი­ის არსი – სიკ­ვდი­ლიც მათ­თვის ცხოვ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე მხა­რეა და სხვა არა­ფე­რი.

    ისი­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი ფრინ­ვე­ლის ფე­ნიქ­სის მსგავ­სად ფლო­ბენ ნიჭს, ყო­ველ ჯერ­ზე ბო­ლომ­დე და­იწ­ვან და შემ­დგომ ამი­სა აღ­სდგნენ ფერ­ფლის­გან, ახალ-ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­სა და სი­მაღ­ლე­ე­ბის და­სა­პყრო­ბად.

    მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ინ­ტუ­ი­ცი­ურ დო­ნე­ზე ეს­მის ის, რომ შიში ბო­რო­ტე­ბის უმ­თავ­რე­სი ია­რა­ღია. ამი­ტო­მაც თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ისი­ნი ამ გრძნო­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად, ექ­სტრე­მა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი­თა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გმი­რო­ბის ჩა­დე­ნით ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ადა­მი­ა­ნებს მათი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მედ­ლის მე­ო­რე მხა­რეც, – მა­შინ როცა მო­რი­ე­ლის ნე­გა­ტი­ვი მშვილ­დოს­ნის ჰუ­მა­ნურ და ფი­ლო­სო­ფი­ურ ბუ­ნე­ბას გა­დას­წო­ნის, გველმჭე­რი შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზო­მოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე კრი­მი­ნა­ლის, რე­ცი­დი­ვის­ტის ან სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის სა­ხით მო­ევ­ლი­ნოს. რო­მელ­საც ყვე­ლა ბერ­კე­ტი ექ­ნე­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ბე­დის უა­რე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად. გა­ვიხ­სე­ნოთ ამ­გვა­რი ინ­დი­ვი­დის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იო­სებ სტა­ლი­ნი – იგი ნე­გა­ტი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გველმჭე­რის ტი­პურ­ზე ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

    ამი­ტომ თუკი თქვე­ნი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი სწო­რედ გველმჭე­რის არე­ალ­ში ხვდე­ბა, იცო­დეთ, – სამ­ყა­რო თქვენ მი­მართ მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა გულ­მო­წყა­ლე, როცა შეძ­ლებთ სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს გა­და­ა­ბი­ჯოთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­ა­კე­თოთ რამე.

    უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ძალ­ზე დიდ როლს გველმჭე­რის სრულ­ფა­სო­ვან და რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბულ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბა და ახლო გა­რე­მოც­ვა თა­მა­შობს. თუკი ასე­თი ადა­მი­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან სით­ბოს, თავ­გან­წირ­ვის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სა­მარ­თლა­ი­ნო­ბის მა­გა­ლი­თებს ხე­დავს დედ-მა­მი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან, იგი სა­მო­მავ­ლოდ დიდი სუ­ლის და ბრძე­ნი პი­როვ­ნე­ბა გა­იზ­რდე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    519 ნახვა
    7-05-2020, 02:13