GOGA.TV
youtube
3
  • ლაშა ჩხარტიშვილი მოითხოვს გაუქმდეს პანდემიასთან დაკავშირებული ყველა ჯარიმა

    "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი მოითხოვს გაუქმდეს ყველა ჯარიმა, სამომავლოდ კი თვითიზოლაციის და კარანტინის დარღვევისთვის მაქსიმუმ 500- ლარიანი ოდენობის ჯარიმა დაწესდეს.

    ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ მთავრობა არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, სასამართლოში კოლექტიურ სარჩელებს შეიტანენ.

    "ამ რეალობაში ადამიანებს 15-ჯერ და 30-ჯერ მეტი ჯარიმის გადახდას ავალდებულებენ. ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად აბსურდული და ეპიდემიასთან კავშირში არ მყოფი ჯარიმების გამო.

    ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან გაუქმებულ იქნეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც იქნა გამოწერილი 3,000 ლარი თუ 15,000 ლარის ოდენობით იურიდიულ პირებზე ამ პერიოდში.

    სამომავლოდ შესაძლებელია დარჩეს მხოლოდ თვითიზოლაციაზე და არა უმეტეს 500 ლარის ოდენობისა," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
    252 ნახვა
    7-05-2020, 09:53