GOGA.TV
youtube
3
უკრაინის საგარეო უწყების პასუხი საქართველოს ხელისუფლებას
  • უკრაინის საგარეო უწყების პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

    მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ელჩის სამშობლოში დაბარებასთან დაკავშირებით.

    როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის გამო დაინიშნა. გარდა ამისა, როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში ამბობენ, თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში კონსულტაციებისთვის დაიბარეს და არ გაუწვევიათ.

    ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.

    მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

    უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, ქართულმა მხარემ, უკრაინიდან, საქართველოს ელჩი დაიბარა.
    265 ნახვა
    8-05-2020, 09:07