GOGA.TV
youtube
3
  • ნათელაშვილი პრემიერის განცხადებას, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, სიცრუეს უწოდებს

    შალვა ნათელაშვილი პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს, სიცრუეს უწოდებს.

    "პრემიერის განცხადება იმაზე, რომ ვითომ ქვეყნას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს, ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდებს თვალები არ დასთხარეს პლასტმასის ტყვიებით. აი, ასეთ სიმართლეს ემსახურება ის პოლიტიკური კლასტერი, რომლებსაც ბედის დაცინვით, ჩვენი ბედის გადაწყვეტა ევალებათ. სავსეა ციხეები პოლიტპატიმრებით და ვინც გარეთ დარჩა, ისიც პოლიტიკურ პატიმრობაში და კარანტინშია. უმუშევარ, მშიერ ხალხს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი,"- აცხადებს "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
    243 ნახვა
    9-05-2020, 09:35