GOGA.TV
  • მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი

    თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი ამბობს, რომ მრევლამა კორონავირუსის წინააღმდეგ ზიარება და ნაკურთხი წყალი უნდა გამოიყენოს

    "მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ.

    კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ჩემო საყვარელო ადამიანებო არის მაცხოვრის სისხლი და ხორცი, საკურნებლად სულისა და ხორცისა, ნაკურთხი წყალი," - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

    კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი, ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, მისი გამოყენების წინააღმდეგია.
    163 ნახვა
    12-05-2020, 10:49