GOGA.TV
youtube
3
  • გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე ისაუბრა

    გერმანიის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ "ღამის კურიერთან" - ჰუბერტ კნირში ერთადერთი ელჩია, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე საუბარი ისურვა.

    ჰუბერტ კნირში აცხადებს, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები კონკრეტული სახელი და გვარები და შეთანხმების საგანი სწორედ ის არის, რის შესახებაც დოკუმენტი გამოქვეყნდა.

    "ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები სახელი და გვარები, მაგრამ უშუალოდ შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე მათ დაასახელეს კონკრეტული სახელები და გვარები. შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა. დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კარგია, თუ ბოლოს მოხდება წერილობით ტექსტზე შეთანხმება და ეს იქნა მიღწეული. ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა,"- განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რამდენიმე რაუნდიან მოლაპარაკებებში ჩართულ დიპლომატებს შეთანხმების შინაარსზე განმარტებების გაკეთებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ, 11 მაისს მოუწოდა.
    178 ნახვა
    12-05-2020, 11:13