GOGA.TV
  • ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტრიუკის საპასუხოდ ემზადება

    ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტრიუკის საპასუხოდ ემზადება. დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში საერთო ოპოზიციური შეკრებები განახლდება. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა "მთავარის" ეთერში დააანონსა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში შეხვედრა ხვალ, 2 საათზე გაიმართება.

    ოპოზიციის ახალი სტრატეგიის შესახებ ცნობილი ხვალ გახდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუების საშუალება აღარ უნდა მიეცეს და ამისათვის მათ ბევრი უნდა იმუშაონ.

    ოპოზიციური პარტიები ვიკრიბებით "ლეიბრისტული პარტიის" ოფისში, სადაც ტრადიციულად იკრიბებოდა ოპოზიცია. სავადარაუდოდ, გავაკეთებთ ერთობლივ განცხადებას. ჩვენს შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი. დიახ, ეს შეთანხმება ასევე ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნას და უნდა იქნან პოლიტპატიმრების გამოშვებული იმისთვის, რომ ასევე იქნეს შესაძლებელი, რომ გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში.

    ახლა არჩევანი არის ივანიშვილის. მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა ნორმალიზებული პოლიტიკური პროცესის პირობებში არჩევნებში შესვლა, თუ სანქციების პირისპირ დადგომა, - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა თინა ბოკუჩავამ.
    179 ნახვა
    12-05-2020, 11:30