GOGA.TV
youtube
3
  • ხელისუფლების მიზანია ისე ჩაიშალოს პროცესი, რომ ეს ოპოზიციის ბრალი გამოვიდეს

    ხელისუფლების მიზანია ისე ჩაიშალოს პროცესი, რომ ეს ოპოზიციის ბრალი გამოვიდეს - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა.

    ხიდაშელის შეფასებით, ხელისუფლება შეთანხმების შესრულების ჩაშლას იმგვარად ცდილობს, რომ დამნაშავედ ოპოზიცია გამოიყვანოს. მისი თქმით, ამ ქმედებით, მმართველი გუნდი ე.წ. დიდი გადაგდების გადაფარვას ცდილობს, რომელიც თავის დროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა.

    ახლა ხელისუფლების ამოცანა ისიც არის, რომ ერთგვარად გაქვითოს აი, ის დიდი გადაგდება, ანუ ოპოზიციასა და მათ შორის დასვას ტოლობის ნიშანი. თუ პირველ შემთხვევაში მათ არ შეასრულეს პირობა, ახლა ისე გამოვიდეს, რომ ოპოზიციის გამო ჩაიშალოს ეს შეთანხმება.

    ეს არის მათი მთავარი მიზანი. არა მხოლოდ ის, რომ ჩაიშალოს პროცესი, არამედ ისე ჩაიშალოს, რომ ეს ოპოზიციის ბრალი გამოვიდეს. ამას ემსახურება ეს პროპაგანდისტული და საკუთარ მოსახლეობაში ყალბი ინფორმაციით და მანიპულაციით ურთიერთობის ტექნოლოგია, რომელსაც ქმედითად იყენებენ, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
    458 ნახვა
    12-05-2020, 11:33