GOGA.TV
youtube
3
  • ეს ხალხი გვეუბნება რომ სახელმწიფომ უნდა მისცეს მითითება სასამართლოს - ვოლსკი

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი არასერიოზულს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების დროს პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი და მმართველმა გუნდმა პოლიტპატიმრების არსებობაც აღიარა და ამასთან მათ გამოშვებაზეც თანხმობა თქვა. გია ვოლსკის თქმით, მით უფრო დამაჯერებლობას მოკლებულია ამის მტკიცება იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების მოდერატორები ევროკავშირი, აშშ და გერმანია იყო:

    "როდესაც განცხადებას აწერს ორი მხარე რომ პოლიტიკური მექანიზმების შეჭრა მართლმსაჯულების სისტემაში არ უნდა იყოს დაშვებული, ერთი მხარე გულისხმობს, რომ პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არსებობენ, მთავრობა უნდა გადადგეს და საერთოდ დაინგრეს ყველაფერი, როგორ თუ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და მეორე რომ არათუ არსებობენ, არამედ გამოუშვან კიდევაც და გვარწმუნებენ, რომ ჩვენ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ამაზე თქვეს თანხმობა და მით უფრო რომ კონკრეტული გვარები იყო დასახელებული.

    წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ აქ არის ევროკავშირი, აშშ და გერმანია და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ხალხი გვეუბნება რომ სახელმწიფომ უნდა მისცეს მითითება სასამართლოს და იუსტიციის მინისტრს, რომ გააღოს ციხის კარები და გამოუშვას ადამიანები, რომელთა მიმართ კონკრეტული ბრალდებები დევს და ამ ბრალდებებმა 3 ინსტანცია გაიარა. ჩემი სამსახურის ფანჯრებიდან ვუყურებდი იმ შეტევას რაც საატების განმავლობაში ხორციელდებოდა და ირაკლი ოქრუაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, არ მიყვარს მუდმივად იმაზე აპელირება, რომ ციხეში უნდა დალპეს, იჯდეს. ეს ტერმინები იყო სწორედ იმ ხალხის პერიოდში როდესაც ოქრუაშვილი იყო მთავრობის შემადგენლობაში. ნინო ბურჯანაძეც იყო," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    კითხვაზე თუ არ არსებობს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის საშიშროება, რატომ გახდა საჭირო ამ პუნქტის შეტანა შეთანხმებაში, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს არ გულისხმობს აუცილებლად იმას, რომ ხელისუფლება იჭრება მართლმსაჯულებაში.
    131 ნახვა
    13-05-2020, 08:30