GOGA.TV
youtube
3
  • ლეიბოლისტური პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციები განახლდა

    მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთგულები რჩებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ ოპოზიციასთან არასოდეს დაუდიათ პირობა რომ დაკავებულ პირებს, რომლებსაც ოპონენტები პოლიტიკურ პატიმრებს ეძახიან - გაეთავისუფლებინათ.

    "ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ელჩების ჩართულობით იქნა მიღწეული. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა. 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ ყოფილან ნახსენები. "პოლიტიკური პატიმრების" კარგი განმარტება გააკეთა გუშინ გერმანიის ელჩმა და ამით იხელმძღვანელეთ,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

    ოპოზიციური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად შეიკრიბნენ. შიდა კონსულტაციების მთავარი თემა 8 მარტის შეთანხმების შესრულება და პარტიების სამოქმედო გეგმაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების ორივე პუნქტი უნდა შეასრულოს და პოლიტპატიმრები გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ცალკეულ ლიდერებს აქვთ განსხვავებული პოზიციებიც. მაგალითად დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკითხი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, საარჩევნო ცვლილებებს ის მხარს დაუჭერს.
    195 ნახვა
    13-05-2020, 08:44