GOGA.TV
youtube
3
  • ოპოზიციის საკონსულტაციო შეხვედრა დასრულდა და მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

    ოპოზიციის საკონსულტაციო შეხვედრა დასრულდა და მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ შეთანხმება შედგეს და ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს.

    იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ და მთელი პასუხისმგებლობა საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერ შეცვლაზე ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება.

    განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების პირობის დარღვევა ივანიშვილის 2020 წლის არჩევნებზე დამარხებისგან ვერ იხსნის.
    187 ნახვა
    13-05-2020, 09:00
    News-ები