GOGA.TV
youtube
3
  • იხსნება შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპის დაჩქარებაა შესაძლებელი.

    18 მაისიდან იხსნება შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის შესახებ, ასევე, 18 მაისიდან ქვეყანაში გაიხსნება სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება ავტომობილებით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვას.

    "მოგეხსნებათ, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ დღეს, სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლაზე და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავში და გარდაბანში, ასევე 18 რიცხვიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და რეგიონების მოქალაქეებსაც შეეძლებათ პრობლემების გარეშე ისარგებლონ იმ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქე.

    ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ. გარკვეულ ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში.

    ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტო სატრანსპორტო შესაძლებლობებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა," - აცხადებს გიორგი გახარია.
    182 ნახვა
    14-05-2020, 09:56