GOGA.TV
youtube
3
ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და ქვეყანა დახმარებას აუცილებლად მიიღებს
  • ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და ქვეყანა დახმარებას აუცილებლად მიიღებს

    ევროპელი პარტნიორების განცხადებების მმართველი გუნდი გამოეხმაურა. ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და ქვეყანა დახმარებას აუცილებლად მიიღებს.

    "არანაირი საფრთხე აქ არ არის, პირიქით, სწორედ იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით რეფორმებს - მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმაც. ეს და ევროპული ღირებულებები იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი მთავრობა და ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ეს არის ევროპული ღირებულებები, რომელთა ერთგულიც ჩვენ ვართ და სწორედ ამის გამო განიხილება მათი მხრიდან საქართველოს დახმარება,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
    165 ნახვა
    14-05-2020, 09:58