GOGA.TV
youtube
3
  • ქვეყანაში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიური არ იქნება

    მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა. მან კონკრეტული ალტერნატივები დაასახელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები წლიურ შეფასებას მიიღებენ.

    "2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა - ეს გახლავთ ერთი ალტერნატივა.

    2019-2020 წლის წლიური ქულა განისაზღვრება მოსწავლის მიერ, პირველი სემესტრის ქულის და მეორე სემესტრის 6 კვირის (პანდემიამდე პერიოდი) განმავლობაში, განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე. მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკული იქნება წლიური ქულა - ასეთია მეორე ალტერნატივა.

    არსებული სისტემით, მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის განსაზღვრული სისტემა მეორე სემესტრიდან იწყებოდა, შესაბამისად მე-5 კლასელების წლიური ქულის დადგენა, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მოხდება," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

    პრეზენტაციისას მინისტრმა განათლების სისტემაში განხორციელებულ პროცესებზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებსა და პროფესორებს გადაუხადა, რომლებიც მისი თქმით, ექიმების მსგავსად გმირები არიან.

    ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერმა და განათლების მინისტრმა ეროვნულ გამოცდებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წელს გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ქვეყანაში აკადემიური წელი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები შემდეგ კლასებში, სტუდენტები კი მომდევნო სემესტრში გადავლენ.
    161 ნახვა
    15-05-2020, 08:46