GOGA.TV
youtube
3
  • გიგი უგულავა ციხეში ივანიშვილის ნება-სურვილით ზის

    გიგი უგულავა ციხეში ივანიშვილის ნება-სურვილით ზის - ამის შესახებ გადაცემაში "დღის სტუმარი", "ევროპული საქართველოს" წევრმა, გოკა გაბაშვილმა ისაუბრა.

    მისი თქმით, ხელისუფლებამ უგულავა ციხეში მესამედ იმის გამო გაუშვა, რომ ხელისუფლების ოპონენტებიდან ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძოდა.

    "ივანიშვილმა ჩათვალა, რომ გიგი უგულავა თავიდან უნდა გამოკეტოს ციხეში. მათთვის მნიშნელოვანი არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ყოფილა - ადამიანი დააბრუნეს ციხეში იგივე საქმეზე, რომელიც უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე, რომლის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო და განიხილა მოსამართლემ, რომელმაც როგორც პროკურორმა, [შალვა თადუმაძე] რამდენიმე თვის წინ საქმე წარადგინა. აბსოლუტურად ყველა პროცედურის დარღვევით ამოირჩია უგულავა როგორც ერთ-ერთი აქტიური ლიდერი და შემოქმედი იმისა, რასაც ჰქვია ოპოზიციური ერთობა" - ამბობს გოკა გაბაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა. 10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ, დედაქალაქის ყოფილ მერს სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
    165 ნახვა
    15-05-2020, 09:13