GOGA.TV
youtube
3
კალაძისთვის ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია - მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა
  • კალაძისთვის ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია - მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა

    "კორუმპირებულები, თალღითები, მაიმუნები და "მეტრუპეები" სად უნდა მოიკითხოთ, იცით ჩემზე უკეთესად", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.

    კახა კალაძისთვის ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია და ამბობს, რომ მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

    რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავჭავაძესთან მიმართებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგვხვდებათ ახლაც. ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, რომელშიც ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის თურქული. თურქული კომპანია ახორციელებს სამუშაოებს, ის არის კომპანია, რომელსაც ჩვენთან აქვს ვალდებულებები აღებული, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებულ კითხვას თბილისის მერი არ პასუხობს და ჟურნალისტებს თურქული კომპანიისკენ ამისამართებს.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ხელისუფლების ოპონენტებიყურადღებას კორუფციულ ნიშნებზე ამახვილებენ.
    209 ნახვა
    15-05-2020, 09:27