GOGA.TV
youtube
3
  • ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანას წლის ბოლომდე ექნება

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანას წლის ბოლომდე ექნება. დღეს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამა წარადგინა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის მუშაობს იმისთვის, რომ ვაქცინა უფასო იყოს.

    "საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება ვაქცინის შექმნა, თუმცა ჩვენ დავზოგავთ უამრავ დროს. ჩვეულებრივ ფარმაცევტული კომპანიები ელოდებიან ვაქცინის წარმოებას მარეგულირებლის მხრიდან დამტკიცებამდე. ამან შესაძლოა, ვაქცინის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა სულ მცირე ერთი წლით გადაავადოს. შეერთებული შტატები ვაქცინის შემუშავებისას მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს. პატივმოყვარეობა არ გვაქვს. ვინც არ უნდა მიიღოს ვაქცინა, ვფიქრობთ, ეს შესანიშნავია. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, ისინი იმუშავებენ ჩვენთან, ისევე, როგორც ჩვენ თუ მივიღებთ ვაქცინას, ვიმუშავებთ მათთან," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
    161 ნახვა
    16-05-2020, 09:03