GOGA.TV
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების - ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება
  • ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების - ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

    ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების - ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    უწყების ცნობით, სოფლებში უკანონოდ გავლებული მავთუხლართების შეცვლა და დამატებით ინსტალაციების აღმართვა მიმდინარეობს.

    როგორც უწყებაში განმარტავენ, უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია.

    უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
    272 ნახვა
    16-05-2020, 09:38