GOGA.TV
youtube
3
  • ოთარ ფარცხალაძის ძმა დაკავებულია

    ოთარ ფარცხალაძის ძმა დაკავებულია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ძმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.

    თორნიკე ფარცხალაძე შსს-მ, სავარაუდოდ, ორი დღის წინ დააკავა და მას თან აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით სუბოტექსი. თორნიკე ფარცხალაძე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია. როგორც "მთავარი არხისთვის" გახდა ცნობილი, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. სასამართლო ორშაბათს არის ჩანიშნული.

    "მთავარ არხი" ყოფილ პროკურორს კუთვნილ ნომერზე დაუკავშირდა, თუმცა მამაკაცმა, რომელმაც ტელეფონს უპასუხა, უარყო რომ ის ფარცხალაძეა, მან ასევე არ დაადასტურა, თორნიკე ფარცხალაძის დაკავება. "გეშლებათ...არ არის ეს ინფორმაცია სწორი, მცდარი ინფორმაციაა" - ამბობს სატელეფონო საუბარში მამაკაცი. "მთავარი არხის" კითხვაზე საიდან იცის, რომ ინფორმაცია არასწორია, თუ ის ფარცხალაძე არაა, მან ტელეფონი გათიშა.

    მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია შსს-ს.
    295 ნახვა
    16-05-2020, 11:59