GOGA.TV
youtube
3
  • ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩების კურთხევა დაიწყეს

    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩების კურთხევა დაიწყეს. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარის ქადაგების დასრულების შემდეგ, ილია მეორეს კურთხევით, სასულიერო პირებმა დედაქალაქის ხატებით შემოვლა დაიწყეს.

    სასულიერო პირების ავტოკოლონა, მოტოციკლეტებთან ერთად სამების საკათედრო ტაძრიდან დაიძრა და დღის ბოლომდე მთელ თბილისს შემოივლიან.

    17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს.

    საპატრიარქომ ამ დღის აღნიშვნა 2013 წლის 17 მაისის შემდეგ დააწესა, როდესაც მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად ლგბტქ აქტივისტებს დაუპირისპირდნენ.
    138 ნახვა
    17-05-2020, 09:01