GOGA.TV
youtube
3
შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე დაწესდეს
  • შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე დაწესდეს

    შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს. ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში მუშაობა იწყება.

    პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, COVID - 19-ის გამო შექმნილ ვითარებაში, ხელისუფლებამ ამის საჭიროება დაინახა, რის გამოც კანონმდებლებმა შესაბამისი პაკეტი უნდა მოამზადონ.

    დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ხელისუფლებას შეეძლება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ ლოკაციაზე შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა.

    "მთავრობას მიენიჭოს უფლება, კონკრეტული ეპიდემიოლოგიური ლოკაციები, სადაც საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლებს იქ კრიზისული ვითარება დაარეგულიროს, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება.

    კანონით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაისჯება საჯარიმო სანქციით 500-დან 2000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი 2000-დან 10 000 ლარამდე," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიცია - ისინი შიშობენ, რომ დამატებით ძალაუფლებას ხელისუფლება საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენებს.
    192 ნახვა
    17-05-2020, 09:58