GOGA.TV
ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდის კიდევ სამი თვით გადავადებას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"
  • ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდის კიდევ სამი თვით გადავადებას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"

    პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი და მოქალაქეები საბანკო დავალიანების გადახდას ვერ შეძლებენ.

    "უნდა გადავადდეს კიდევ სამი თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი. ხალხს არ უნდა შევატანინოთ ეს თანხა, როგორც ძირი, ასევე მათზე დაკისრებული პროცენტი. ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდ-ნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის და მაპატიეთ, ეს მილიარდ-ნახევარი დოლარი იმისთვის გვჭირდება, რომ ხალხს არ დავეხმაროთ? მაშინ რისთვის გვჭირდება ამხელა თანხა,"- აცხადებს ნიკა მელია.

    შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სესხები მომხმარებლებისთვის სამთვიანი საშეღავათო ვადით გადაევადებინათ.
    277 ნახვა
    18-05-2020, 10:21