GOGA.TV
youtube
3
  • პარიზში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის შეტაკება მოხდა

    პარიზში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციას ასაფეთქებელი ნივთიერებები ესროლეს. სამართალდამცველებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

    ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა. ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, პოლიციის მანქანას შეეჯახა და დაიღუპა. მომხდარში მომიტინგეები პოლიციას ადანაშაულებენ.
    201 ნახვა
    18-05-2020, 10:10