GOGA.TV
youtube
3
  • ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას შეთანხმების სრულად შესასრულებლად - ევროკომისიის წარმომადგენელი

    ევროკომისიის წარმომადგენლის მერიდიტ ლოურენსის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გლობალური ეპიდემიის დროს ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

    ევროკომისიის წარმომადგენელის თქმით, ის მიესალმება საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

    "როგორც ბევრმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში სასამართლოს რეფორმა. საარჩევნო წელია და ჩვენ მივესალმებით მარტის შეთანხმებას, ასევე მივესალმებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას შეთანხმების სრულად შესასრულებლად. სასამართლო რეფორმა და არჩევნები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

    საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გლობალური ეპიდემიის დროს ეფექტური ნაბიჯები გადადგა. მალევე გამოაცხადა კარანტინი. ქვეყანაში ძალიან დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამ კრიზისში მჯერა, რომ ევროკავშირი აჩვენებს თუ როგორი სანდო პარტნიორია საქართველოსთვის," - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
    134 ნახვა
    19-05-2020, 08:54