GOGA.TV
youtube
3
120/30-ზე - ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი კვლავ ბუნდოვანია
  • 120/30-ზე - ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი კვლავ ბუნდოვანია

    120/30-ზე - ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი კვლავ ბუნდოვანია. პარლამენტში კენჭისყრას "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მხარს არ დაუჭერენ, თუ გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩება. 8 მარტის შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, დიპლომატების ჩართულობით მიღწეული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და არა ნაწილობრივ.

    "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს რომ საქმე არა კონკრეტულ გვარებში, არამედ პრინციპშია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს:

    "გვარებში არაა საქმე, პრინციპშია, გინდ რურუა დაეტოვებინათ დროებით, იმედი მაქვს, ციხეში, გინდ ნებისმიერი სხვა - ოქრუაშვილი თუ უგულავა, არაფერი არ შეიცვლებოდა ამითი. გადაიდგა სწორი ნაბიჯი, რომელიც გამოაცხადა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ 2 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე. გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს აუცილებლად, ეს სჭირდება ქვეყანას, ნორმალიზაციას, შემდეგ უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მერე უნდა იყოს. იმედი მაქვს. არსებითად უფრო ნორმალური საარჩევნო კამპანია და ამის მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს," - აცხადებს გიგა ბოკერია.
    190 ნახვა
    20-05-2020, 01:30