GOGA.TV
რით და როგორ გატკენთ გულს მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რით და როგორ გატკენთ გულს მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ან­ჟე­ლა პერ­ლი: "არ არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გულს არ გატ­კენთ, არ აგა­ტი­რებთ და არ აგაყ­ვი­რებთ. სა­ერ­თო­დაც, პე­რი­ო­დუ­ლად ტან­ჯვა გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ ღირს კი­დეც მისი ატა­ნა, თუ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბით გა­ჯილ­დო­ე­ბენ გამ­ძლე­ო­ბი­სა და მოთ­მი­ნე­ბის­თვის. ასე რომ, ერ­თა­დერ­თი გზა­ღა დაგ­ვრჩე­ნია ქა­ლებს, ავირ­ჩი­ოთ ის კაცი, ვის გვერ­დი­თაც და­ვი­ტან­ჯე­ბით, მაგ­რამ ეს ტან­ჯვაც კი სი­ა­მოვ­ნე­ბას მოგ­ვა­ნი­ჭებს, რად­გან - გვეყ­ვა­რე­ბა."

    ვერ­ძი
    იმის შემ­დეგ, რაც ვერ­ძი მო­გი­ნა­დი­რებთ, ნაკ­ლებ დროს და­გით­მობთ, რად­გან ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბი აქვს და­სა­პყრო­ბი, მთელ ენერ­გი­ას მიზ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თავს. ამ მიზ­ნებ­ში სუ­ლაც არ იგუ­ლის­ხმე­ბი­ან სხვა მან­დი­ლოს­ნე­ბი.

    კურო
    კურო შე­საძ­ლოა თქვენ­თვის მო­სა­წყე­ნი გახ­დეს. გულს გატ­კენთ იმით, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნას არ ცდი­ლობს.

    ტყუ­პი
    ტყუ­პი გულს გატ­კენთ თა­ვი­სი ცვა­ლე­ბა­დო­ბით, მას თა­ვა­დაც ვერ გა­ურ­კვე­ვია ვინ არის და რა უნდა. ტყუ­პის აზ­რე­ბი­სა და ქცე­ვე­ბის ელ­ვი­სე­ბურ­მა ცვა­ლე­ბა­დო­ბამ შე­საძ­ლოა ჭკუ­ი­და­ნაც კი გა­და­გიყ­ვა­ნოთ.

    კირჩხი­ბი
    კირჩხიბ­მა თქვე­ნი ყვე­ლა სუს­ტი წე­რი­ლი იცის, თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა შე­უძ­ლია მწა­რე სი­ტყვით გატ­კი­ნოთ გული და თვით­შე­ფა­სე­ბა გა­გი­ნად­გუ­როთ.

    ლომი
    ლომი ზედ­მე­ტად ამა­ყია, არას­დროს მოვა ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად, როცა გულს გატ­კენთ. სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სა­ტან­ჯვე­ლი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი რთუ­ლია იმ ადა­მი­ან­თან ყოფ­ნა, რო­მე­ლიც შეც­დო­მებს არას­დროს აღი­ა­რებს და გარ­წმუ­ნებთ, რომ ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია?

    ქალ­წუ­ლი
    ქალ­წუ­ლი შე­გა­წუ­ხებთ მი­თი­თე­ბე­ბით, კრი­ტი­კი­თა და ჭკუ­ის და­რი­გე­ბით. მის პრე­ტენ­ზი­ებს ბოლო არ ექ­ნე­ბა.

    სას­წო­რი
    სას­წო­რი ად­ვი­ლად გაბ­რაზ­დე­ბა და ჩხუ­ბი­სას არ და­უკ­ვირ­დე­ბა და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­მოს­რო­ლილ სი­ტყვებს.

    მო­რი­ე­ლი
    ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პა­როლს და შე­გიმოწ­მებთ მი­მო­წე­რებს, ასე­ვე გა­გი­ჩხრი­კავთ მო­ბი­ლურს, შე­საძ­ლოა სამ­სა­ხურ­თან ჩა­გი­საფ­რდეთ და გით­ვალ­თვა­ლოთ, ავად­მყო­ფუ­რად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა იმით, თუ რას აკე­თებთ, რო­გორ, რაზე სა­უბ­რობთ სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან. რენტგენ­ში გა­ა­ტა­რებს თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბას, ვინ­მემ რა­ი­მე "ზედ­მეტს" რომ არ მოჰ­კრას თვა­ლი, თქვე­ნი სხე­უ­ლის შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას. დიახ, თქვენ გულს გატ­კენთ მისი უნ­დობ­ლო­ბა და არა­ნორ­მა­ლუ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი გულს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გატ­კენთ. მშვილ­დო­სა­ნი, მო­რი­ე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაა - არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს: სად და­დი­ხართ, ვის­თან ერ­თად, რას აკე­თებთ, ხომ არ ფლირ­ტა­ობთ, შინ რო­დის დაბ­რუნ­დე­ბით, რა გაც­ვი­ათ და ა.შ. ქალი მის საქ­ცი­ელს გულ­გრი­ლო­ბად აღიქ­ვამს. შე­საძ­ლოა მშვილ­დო­სანს უყ­ვარ­დეთ, მაგ­რამ რად­გან თა­ვად თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლია, თქვენც სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­ნი­ჭებ­დეთ.

    თხის რქა
    თხის რქა გატ­კენთ იმით, რომ იშ­ვი­ა­თად ეც­ლე­ბა პა­ემ­ნე­ბის­თვის, მე­სი­ჯე­ბის გზავ­ნი­სა და და­რეკ­ვის­თვის. მთელ დროს სამ­სა­ხურ­სა და ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას და­უთ­მობს. მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ფული თქვენ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ადა­მი­ა­ნის­თვის.

    მერ­წყუ­ლი
    ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი თავს მო­გაჩ­ვე­ნებთ რომ გი­ჯე­რებთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თქვენს რჩე­ვას. სწო­რედ ამით გატ­კენთ გულს. ასე­ვე, შე­საძ­ლოა ტყუ­ი­ლე­ბით აგავ­სოთ და მისი ნდო­ბა და­გა­კარ­გვი­ნოთ.

    თევ­ზე­ბი
    როცა ამ კა­ცის გვერ­დში დგო­მა დაგ­ჭირ­დე­ბათ, აორ­თქლდე­ბა, რად­გან გა­ა­ნა­ლი­ზებს, რომ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა არ შე­უძ­ლია. მარ­ტო დარ­ჩე­ბით, ამი­ტომ თა­ვად უნდა გა­დაჭ­რათ სა­კი­თხი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    341 ნახვა
    25-05-2020, 00:25