GOGA.TV
youtube
3
  • ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ვაჭრობის გახსნა მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებს შეიცავს

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ვაჭრობის გახსნა მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებს შეიცავს. მისივე თქმით, დასაშვებია ამ ტიპის პროდუქციის ონლაინ შეძენა და გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ მისით ისარგებლონ.

    "ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებმა არაფერი დააშავა გარდა იმისა, რომ ფიზიკურ შეხებასთანაა დაკავშირებული, შედარებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე სხვა პროდუქტების რეალიზაცია, სხვა ეკონომიკური საქმიანობა.

    გარდა ამისა, ეს არ არის ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქცია, როგორიც არის საკვები, მედიკამენტი და სხვა პროდუქტები, რომლის რეალიზაციაც ჩვენ დავუშვით. იგივე, მაგალითად საკვებ პროდუქტებზე დელივერი სერვისი რომელიც ავამუშავეთ, ონლაინ ვაჭრობა სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით და ა.ს. თუმცა, ტანსაცმელზე ონლაინ ვაჭრობა დასაშვებია, ეს შესაძლებელია და თუ ვინმეს ამ მხრივ რაღაც კრიტიკული აუცილებლობა აქვს, შეუძლია ამ სერვისით ისარგებლოს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
    129 ნახვა
    25-05-2020, 09:19