GOGA.TV
  • მეუფე მელქისედეკის საგანგებო მიმართვა და მეუფე ანტონის სკანდალურ ქადაგებას პასუხობს

    მეუფე მელქისედეკის საგანგებო მიმართვა, რომლითაც სასულიერო პირი მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს და მეუფე ანტონის სკანდალურ ქადაგებას პასუხობს.

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი წერს, რომ დასავლეთი საქართველოს წლებია უანგაროდ ეხმარება და მათ გარეშე გამოწვევების გადალახვა გაჭირდებოდა.

    "ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე. რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

    ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება. მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას. - ნათქვამია მეუფე მელქისედეკის მიმართვაში.
    231 ნახვა
    26-05-2020, 09:25