GOGA.TV
youtube
3
ყველაზე ვნებიანი და ძლიერი წყვილები ზოდიაქოს მიხედვით
  • ყველაზე ვნებიანი და ძლიერი წყვილები ზოდიაქოს მიხედვით

    ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სამყაროს ოთხი ძირითადი ელემენტიდან იღებს ენერგიას. ესენია: ცეცხლი, მიწა, წყალი და ჰაერი. ეს ელემენტები გარკვეულწილად საბოლოოდ თავსებადობის დონეს განსაზღვრავენ, რომელიც ორ ადამიანს შორისაა. რა თქმა უნდა, ეს მაინც ზოგადი წესებია. სამყაროში არაერთი ცვალებადი ფაქტორი არსებობს, რომელიც ორი ადამიანის თავსებადობის დადგენას განსაზღვრავს.
    მაშ, ასე:

    ტყუპები (22 მაისი-21 ივნისი) და მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკემბერი)
    ტყუპები ყოველთვის ძალიან მხიარულები და გახსნილები არიან გარშემომყოფებისთვის. ენერგია, რომელიც აქვთ, გადამდებია. თუმცა, ურთიერთობები მათთვის ძირითადად რთულია იმის გამო, რომ უჭირთ
    ფოკუსირება ურთიერთობაზე და ვალდებულების გაცნობიერებაც. ასე რომ, მშვილდოსანს შეუძლია ამ ყველაფრის გაგება. ამ ურთიერთობაში, ურთიერთგაგებასთან, ნდობასა და პატივისცემასთან ერთად ბევრი რამ არის.

    კირჩხიბი (22 ივნისი-22 ივლისი) და კურო (20 აპრილი-21 მაისი)
    კირჩხიბი ემპათიური არსებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ემოციებს და გრძნობებს განიცდიან. ისინი მიილტვიან გრძელვადიანი ურთიერთობებისკენ, რაც მათ უსაფრთხოებას და ნაკლებცვალებადობას სთავაზობს. ამ ორ ნიშანს აკავშირებს სტაბილურობა, თანმიმდევრულობა, საიმედოობა და ერთგულება. ეს ის თვისებებია, რომლებსაც კურო ჩვეულებრივ, ურთიერთობაში ყოველთვის ავლენს.

    ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო) და ვერძი (21 მარტი-19 აპრილი)
    ლომი საოცრად ამაყია. მაგრამ ეს ფაქტია, რომ ბევრმა უკვე იცის ამის შესახებ. ხშირად მათმა სიამაყემ შეიძლება ურთიერთობაზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ამასთან, ვერძი ერთ-ერთია იმ ნიშნებიდან, რომლებსაც ლომთან ნამდვილად შეუძლია ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან ისინი ვნებით ძალიან ჰგვანან.

    ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი) და მორიელი (23 ოქტომბერი-22 ნოემბერი)
    ქალწული დეტალებზე ორიენტირებული პერფექციონისტია. მათ სწამთ, რომ ერთად გამოსავალს იპოვიან. ყოველთვის სურთ, რომ ყველაფერი იდეალურად სუფთა იყოს და მოწესრიგებული. მათი ვნების ინტენსივობის დონეს კარგად ერწყმის მორიელის გრძნობები, რომლებიც სულიერებასთანაა კავშირში.

    სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი) და ტყუპები (22 მაისი-21 ივნისი)
    ტყუპები მუდმივად ეძებენ დრამას და აღფრთოვანებას - ეს ზოგჯერ ნიშნავს, რომ ისინი თავს საფრთხეშიც იგდებენ. ამასთან, სასწორი მშვიდობისმყოფელია და შეუძლია, რომ ტყუპებთან საერთო ენა გამონახოს.

    მორიელი (23 ოქტომბერი-22 ნოემბერი) და თევზები (19 თებერვალი-20 მარტი)
    მორიელი ძალიან მგზნებარე, ემოციური და დამნაშავის როლში მყოფი არსებაა. თევზები ასევე ძალიან ემოციური არსებები არიან, მაგრამ ისინი უფრო დადებით ხასიათს ატარებენ. სასიამოვნოა, რომ ამ ორ ემოციურ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია ერთმანეთი დააბალანსოს სწორედ იმ პოზიტივით და ნეგატივით, რაც ცალ-ცალკე შეიძლება გააჩნდეთ.

    მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკემბერი) და მერწყული (21 იანვარი-18 თებერვალი)
    მშვილდოსანი არის არსება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე ყოფნა სძულს. მერწყული კი ინტელექტუალი, თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სძულს შეზღუდვები. ამიტომ ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ადვილად დაეხმარება.

    თხის რქა (22 დეკემბერი-20 იანვარი) და ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)
    თხის რქა ამბიციური და მეთოდურია. ის ნამდვილად შეესაბამება ქალწულის სიმკაცრეს და პერფექციონისტულ ბუნებას. ეს ის ორი ნიშანია, რომლებმაც გაიგეს, რომ ერთმანეთი უნდა დაიცვან. ისინი შეიძლება ერთმანეთს რელიგიური თვალსაზრისითაც კარგად უგებდნენ.

    მერწყული (21 იანვარი-18 თებერვალი) და სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი)
    ეს ორი ნიშანი ბუნებრივად ქმნის ერთობლიობას, რადგან მათ წონასწორობა და თანასწორობა აკავშირებთ. მერწყულს აქვს ძლიერი გონება, რომელიც მუდმივად იბრძვის სიკეთისთვის. ეს კარგად მოქმედებს სასწორზე, თანასწორობის და სამართლიანობის კუთხითაც.

    თევზები (19 თებერვალი-20 მარტი) და თხის რქა (22 დეკემბერი-20 იანვარი)
    მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს ძლიერი ტანდემი, არის ის, რომ ეს ორი მოწინააღმდეგე ერთმანეთს იზიდავს. თევზები მეოცნებეა, ხოლო თხის რქა - რეალისტი. ეს იდეალიზმის და საფუძვლიანი რეალიზმის შესანიშნავი ბალანსია, რაც ამ ურთიერთობას ამოძრავებს და გაჩერების უფლებას არ აძლევს.

    წყარო: marao.ge
    554 ნახვა
    26-05-2020, 13:54