GOGA.TV
youtube
3
როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს
  • როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

    რო­გორ ეწყო­ბი­ან მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს :

    მო­რი­ე­ლი და ვერ­ძი
    თქვენ ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი ხართ და ჯან­მრთე­ლე­ბი? რო­გორ და­გე­მარ­თათ, რომ ერ­თმა­ნე­თი არ და­ხო­ცეთ? ამ წყვილს შო­რის უზარ­მა­ზა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა. ორი­ვეს ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, რომ­ლის შეც­ვლაც არ სურს. ორი­ვეს ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს. ორი­ვეს მოს­წონს ექ­შე­ნი და მოქ­მე­დე­ბა­ში ყოფ­ნა. პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ის ქმნის, რომ ორი­ვე ჯი­უ­ტია და ორი­ვეს უნდა, რომ სხვებ­მა მის ჭკუ­ა­ზე ია­რონ, ორი­ვეს ად­ვი­ლად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად მზად არის, თუნ­დაც გიჟ­დე­ბო­დეს ამ უკა­ნას­კნელ­ზე.

    გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი ძა­ლი­ან მე­სა­კუთ­რეა, პარტნი­ო­რის­გან მარ­ტო სხე­ულს კი არა ხან­და­ხან სულ­საც ითხოვს, ვერ­ძი კი საკ­მა­ოდ უყუ­რა­დღე­ბოც შე­იძ­ლე­ბა იყოს ხან­და­ხან და თან ვე­რაფ­რით შე­ე­გუ­ე­ბა მფლო­ბე­ლო­ბა­ში ყოფ­ნას. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას კონ­ფლიქ­ტი – მო­რი­ე­ლი ეც­დე­ბა მის კონ­ტროლს და ვერ­ძი არ და­ა­ნე­ბებს. ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მო­რი­ე­ლი ჭკუ­ას მო­უხ­მობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხ­ვდე­ბა, რომ ძა­ლად ვე­რაფ­რით ატა­რებს ვერძს თა­ვის ჭკუ­ა­ზე. მან სტრა­ტე­გია უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს, თუ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა სურს. ვერძმა მო­რი­ე­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, მო­რი­ელ­მა კი­დევ გულ­ში წყე­ნის ჩა­დე­ბას და­ა­ნე­ბოს თავი, რად­გან ვერ­ძი ხში­რად სულ არ აკ­ვირ­დე­ბა, რას ამ­ბობს და ამა­ზე გაბ­რა­ზე­ბა არ ღირს. თუკი ამას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ყვე­ლას გულ­ზე გა­ხეთ­ქა­ვენ შუ­რით ისე­თი მა­გა­რი წყვი­ლი იქ­ნე­ბი­ან.

    მო­რი­ე­ლი და ლომი
    ჰი­ლა­რი და ბილ კლინ­ტო­ნე­ბი ერთხელ კა­ფე­ში ის­ხდნენ. ოფი­ცი­ან­ტი ჰი­ლა­რის ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა. უფრო მე­ტიც, მისი სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ბილ­მა უთხრა: ხე­დავ რო­გორ გა­გი­მარ­თლა მე რომ გა­მომ­ყე­ვი, ახლა პრე­ზი­დენ­ტის ცოლი ხარ და არა ოფი­ცი­ან­ტი­სო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჰი­ლა­რიმ ასე უპა­სუ­ხა: მე კი არა ეს შენ გა­გი­მარ­თლა მე რომ გა­მოგ­ყე­ვი, ახლა პრე­ზი­დენ­ტი ხარ და არა ოფი­ცი­ან­ტიო. ჰი­ლა­რი მო­რი­ე­ლია, ბილი ლომი….

    თუკი ლომი სხვა ნიშ­ნებ­თან ახერ­ხებს ბო­სო­ბას, მო­რი­ელ­თან ეს არ გა­მო­დის და თუკი მო­რი­ე­ლი სხვა ნიშ­ნებ­თან ახერ­ხებს თა­ვი­სი ბო­სო­ბის­კენ სწრაფ­ვის და­მალ­ვას, ლომ­თან ეს არ გა­მო­დის, რად­გან ორი­ვე ლი­დე­რია ბუ­ნე­ბით, რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს ამას. ორი­ვე მათ­გა­ნი ყო­ველ­თვის თა­ვად არის მარ­თა­ლი და ორი­ვეს­თვის უცხოა კომ­პრო­მი­სი. ორი­ვე ჯი­უ­ტია და ორი­ვე ერ­თგუ­ლი, ორი­ვეს უყ­ვარს სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ისი­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ და რაც მთა­ვა­რია, რო­გო­რი ომიც არ უნდა ჰქონ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან, მო­რი­ე­ლი გა­რეგ­ნუ­ლად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­მე­ში არა­ვინ ისე არ იტან­ჯე­ბა კომ­პლექ­სე­ბით, რო­გორც იგი, ამი­ტომ ლო­მის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ერ­თნა­ი­რად აღაგ­ზნებს, ხიბ­ლავს და აღი­ზი­ა­ნებს კი­დეც. მის­ტი­უ­რი და ძლი­ე­რი მო­რი­ე­ლიც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს პუბ­ლი­კა­ზე, ძა­ლი­ან მოს­წონს ლომს. მო­რი­ელს ხიბ­ლავს ლო­მის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის უნა­რი, რო­მელ­საც თა­ვად ასეა მოკ­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემს მას, რა­საც ლომი აუ­ცი­ლებ­ლად უფა­სებს.

    მათ შო­რის ხში­რია ჯახი, თუმ­ცა ორი­ვეს მოს­წონს დრა­მა, სპე­კტაკ­ლე­ბი, ემო­ცი­ე­ბის პან­ტა­პუნ­ტით ცვე­ნა, გან­შო­რე­ბე­ბი და შე­რი­გე­ბე­ბი, რად­გან ლო­მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად თე­ატ­რა­ლუ­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, მო­რი­ე­ლის­თვის კი ექ­სტრი­მი და ასე ცხოვ­რო­ბენ დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად, თუკი ერ­თმა­ნე­თი არ შე­მო­აკ­ვდათ.

    მო­რი­ე­ლი და მშვილ­დო­სა­ნი
    ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტან­დე­მია - ერთი მხრივ მზაკ­ვა­რი და პა­რა­ნო­ი­კი მო­რი­ე­ლის, რო­მელ­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლის არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ ეპა­რე­ბა და არა­ფერს პა­ტი­ობს და მე­ო­რე მხრივ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, და­უ­დე­ვა­რი და პირ­და­პი­რი მშვილ­დოს­ნის, რო­მელ­საც გულ­ში ჩა­დე­ბა არ სჩ­ვე­ვია, ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს (შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხმა­მაღ­ლა და უტაქ­ტოდ) და მერე ავი­წყდე­ბა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა მშვილ­დო­სა­ნი შე­გე­ცო­დოთ, რად­გან მისი მრის­ხა­ნე­ბა ვერ­ბა­ლურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას არ სცდე­ბა, მო­რი­ე­ლი კი მოქ­მე­დებს, თუმ­ცა ძა­ლი­ან შეც­დე­ბით. მშვილ­დო­სა­ნი იმ­დენს არა­სო­დეს დარ­დობს მო­რი­ე­ლის და­გეგ­მილ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, რამ­დენ­საც მო­რი­ე­ლი მშვილ­დოს­ნის წი­ნას­წარ-გა­ნუზ­რახ­ველ დარ­ტყმებ­ზე. მოკ­ლედ, მო­რი­ე­ლი უფრო მე­ტად იტან­ჯე­ბა და თუ მათ რუ­კებ­ში რამე სხვა და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ არის, ამ ტან­ჯვას დიდ­ხანს არ მო­ით­მენს. არა­და, რამ­დე­ნი რა­მის სწავ­ლა შე­ეძ­ლოთ ერ­თმა­ნე­თის­გან, რა კარ­გად და­ა­ბა­ლან­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს: მო­რი­ე­ლი - ოპ­ტი­მიზმს, თავ­და­ჯე­რე­ბას, ღირ­სე­უ­ლად წა­გე­ბას, გუ­ლახ­დი­ლო­ბას, გულ­წრფე­ლო­ბას, უდარ­დე­ლო­ბას ის­წავ­ლი­და, მშვილ­დო­სა­ნი კი - სიღ­რმეს, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას, სიფრ­თხი­ლეს, თან­მიმ­დევ­რო­ბას… მათ ერ­თად ფრე­ნა შე­უძ­ლი­ათ, ერ­თმა­ნე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბა, დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად - მშვილ­დის ცე­ცხლით და მო­რი­ე­ლის გათ­ვლე­ბით, თუმ­ცა თუ, რაღა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    398 ნახვა
    26-05-2020, 23:38