GOGA.TV
youtube
3
ფოთში მძღოლებმა საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს
  • ფოთში მძღოლებმა საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

    ფოთში ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ საკარანტინო ტირპარკში მყოფმა მძღოლებმა საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

    ისინი განთავსების სივრცეში არსებულ პირობებზე საუბრობენ, სადაც მათი თქმით ჰიგიენის ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ და არც კვებით არიან კმაყოფილები. გადამზიდავ კომპანიებში მომუშავე მძღოლები მიიჩნევენ, რომ თვითიზოლაციის წესების დაცვას საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უკეთ შეძლებენ.

    მათი მოთხოვნაა, ჩაუტარდეთ PCR ტესტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ტირპარკის ტერიტორიას დატოვებენ და პორტის მუშაობის შეჩერებითაც იმუქრებიან. ტირპარკში სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას თქმით, დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რის თანახმადაც აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული ტირპარკი ხვალიდან უკვე დაიხურება.

    ფოთში ტირპარკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 17 აპრილს შეიქმნა, სადაც 150-მდე მძღოლი მომდევნო სატრანზიტო რეისამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
    181 ნახვა
    27-05-2020, 08:52