GOGA.TV
youtube
3
როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს
  • როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

    მო­რი­ე­ლი და კირჩხი­ბი
    ეს ერთ-ერთი ისე­თი წყვი­ლია, ას­ტრო­ლო­გებს რომ მრა­ვალმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეღი­მე­ბათ და ისე იძ­ლე­ვი­ან გა­რან­ტი­ას, სი­ტყვა "მაგ­რამს" არ აყო­ლე­ბენ და ამას ორი­ვე: კირჩხი­ბიც და მო­რი­ე­ლიც ძა­ლი­ან აფა­სებს. მათ შო­რის პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან სუ­ფევს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე რა­ღაც­ნა­ი­რად, ახ­ლობ­ლად გრძნო­ბენ ერ­თმა­ნეთს და თუ პი­რად რუ­კებ­ში რამე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა არ არის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე­თი­ვე ახ­ლობ­ლე­ბად რჩე­ბი­ან.

    ორი­ვე მე­სა­კუთ­რეა და ორი­ვეს მოს­წონს ვი­ღაც რომ მის და­სა­კუთ­რე­ბას ცდი­ლობს. მარ­თა­ლია, ორი­ვეს კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს და სი­კე­თეს­თან ერ­თად წყე­ნა­საც იმ­დენ ხანს იმახ­სოვ­რე­ბენ, სა­ნამ არ აზღვე­ვი­ნე­ბენ ერ­თი­მე­ო­რეს, მაგ­რამ ხომ იცით ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­მე­ლია? როცა სა­დის­ტი ხვდე­ბა მა­ზო­ხისტს. ეგ არის. მათ ერ­თმა­ნე­თის წა­მე­ბაც მოს­წონთ. თა­ნაც ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ სექსს ხომ არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა?

    მო­რი­ე­ლი და მო­რი­ე­ლი
    ეს არის წყვი­ლი, რომ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა არ ეს­მის არა­ვის, თა­ვად ამ წყვილ­საც კი, თუმ­ცა მა­ინც ერ­თად რჩე­ბი­ან. ორი ეჭ­ვი­ა­ნი, მე­სა­კუთ­რე, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და სა­დის­ტი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გზა­დაგ­ზა ყო­ველ წყე­ნა­ზე შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ნაღმს დებს და ამ და­ნაღ­მულ ველ­ზე ად­რე­ნა­ლი­ნის გრძნო­ბით აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი და­ა­ბი­ჯებს… მერე ფეთ­ქდე­ბა კი­დეც, თუმ­ცა მათ ხომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი აქვთ, ხომ ყვე­ლა­ზე უკეთ ეხერ­ხე­ბათ ია­რე­ბის მო­შუ­შე­ბა და მე­ტიც… სიკ­ვდი­ლი და თა­ვი­დან და­ბა­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ… ეს არის წყვი­ლი ფე­ნიქ­სი… სა­ნამ ცე­ცხლი იარ­სე­ბებს, იარ­სე­ბებს ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც – მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით და მუდ­მი­ვად ზღვარ­ზე ყოფ­ნით

    ორი­ვე მზა­და წას­ვლის­თვის და არ­ცერ­თი მი­დის, რად­გან ორი­ვეს თა­მა­შის ერ­თნა­ი­რი წე­სე­ბი აქვს, რად­გან ერ­თმა­ნეთს პა­ტივს სცე­მენ და რად­გან პა­ტივს სცე­მენ უფრო მიმ­ტე­ვებ­ლე­ბიც არი­ან. მოკ­ლედ, კლა­ვენ და პა­ტი­ო­ბენ. ისი­ნი ან სა­მუ­და­მოდ ერ­თად არი­ან, ან სა­მუ­და­მოდ შორ­დე­ბი­ან… ან სი­გი­ჟემ­დე უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ან სძულთ… ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი, ნელ-თბი­ლი გრძნო­ბე­ბის ატა­ნა არ შე­უძ­ლი­ათ, ჰოდა, ახლა, როცა ამ ორმა ერ­თნა­ირ­მა ერ­თმა­ნე­თი იპო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ ვე­რა­ფე­რი დაღ­ლით, თუ დაღ­ლით და სექ­სით აღიდ­გე­ნენ ენერ­გი­ას. მოკ­ლედ, არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა ბოლო სე­რი­ა­ში.

    მო­რი­ე­ლი და თევ­ზე­ბი
    "მათ არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბი­ათ ნა­თე­ლი, მათ და­იმ­სა­ხუ­რეს სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე" – გახ­სოვთ ეს ვერ­დიქ­ტი "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა­დან"? მათი გაც­ნო­ბა გახ­სოვთ? ქუ­ჩა­ში, ყვა­ვი­ლე­ბით, ორი­ვე დაღ­ლი­ლი და … "მე მივ­ხვდი რომ ის "ის" იყო და ის მიხ­ვდა რომ მე "მე" ვი­ყა­ვი"… ეს ძა­ლი­ან მის­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა…მათი სახ­ლი – აკ­ვა­რი­უ­მი. უსი­ტყვოდ ეს­მით ერ­თმა­ნე­თის… მათ შო­რის ტე­ლე­პა­ტი­უ­რი კავ­ში­რია… რა ცუდი ას­პექ­ტე­ბიც არ უნდა იყოს მათ სი­ნას­ტრი­ა­ში, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბიც არ უნდა ჰქონ­დეთ თუნ­დაც ვერ­ბა­ლურ დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე იმ­დე­ნად გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის, უბ­რა­ლოდ "გრძნო­ბენ" და უბ­რა­ლოდ "იცი­ან" ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შეც. მათ შო­რის დუ­მი­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კობს.

    თა­ნაც მო­რი­ე­ლი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად თუ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ყვე­ლას ეჯიბ­რე­ბა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც კი ომი აქვს… აი, თევ­ზებს კი ვე­რა­ფერს უხერ­ხებს. სა­სა­ცი­ლოა არა? "ძლე­ვა­მო­სი­ლი" არ­წი­ვი და "სა­წყა­ლი" თევ­ზი. თევ­ზე­ბი მას­თან ომს არ აწარ­მო­ებს. იგი გა­სუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი ეგოს სა­ზღვრე­ბი­დან. იგი თავს ხრის და მორ­ჩი­ლე­ბას უცხა­დებს, თა­ნაც უცხა­დებს არ იმი­ტომ რომ მო­რი­ე­ლია ძლი­ე­რი, არა­მედ იმი­ტომ რომ თვი­თონ არის ძლი­ე­რი და შეყ­ვა­რე­ბულს უთ­მობს. აქ მო­რი­ე­ლის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა ვე­რა­ფერს აწყობს. მას შე­უძ­ლია იყოს უხე­შიც, იყოს ხის­ტიც, შე­უძ­ლია მოკ­ლას ის, ვინც უყ­ვარს და …ასე­თი თავ­გან­წირ­ვა ცოტა აბ­ნევს… სრულ პა­რა­ლი­ზე­ბას უკე­თებს… მე­ო­მა­რი სული კი რჩე­ბა და გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია – იო­მოს, ოღონდ ამ­ჯე­რად სა­კუ­თარ თავ­თან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი თა­ვად გა­ცი­ლე­ბით მეტს იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე. გა­ცი­ლე­ბით მეტს აკე­თებს… ყვე­ლა­ფერს სწი­რავს… რად­გან შე­ჯიბ­რია ესეც და ამა­ში მა­ინც სურს გა­ი­მარ­ჯვოს….ხში­რად ისეც ხდე­ბა ჩვე­ნი თევ­ზი მო­რი­ე­ლის "სათ­რე­ვი" ხდე­ბა ხოლ­მე…

    მო­რი­ე­ლი თევ­ზე­ბის გვერ­დით იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი ხდე­ბა, ვიდ­რე სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა იყოს. არის ბევ­რი ტან­ჯვა, ტკი­ვი­ლი, ვე­ნე­ბა­თა­ღელ­ვა, თა­ნაც უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ ვერ­ცერ­თი ახერ­ხებს ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა თუკი სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ წავ­ლენ, სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­სა­ხუ­რე­ბენ კი­დეც ნა­თელს თუ არა სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მა­ინც.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    378 ნახვა
    28-05-2020, 00:38