GOGA.TV
  • პანდემიის დროს გამოწერილ ჯარიმებს „ოცნება“ წინასაარჩევნოდ გააუქმებს - ოპოზიცია

    საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის დროს გამოწერილ ჯარიმებს „ოცნება“ წინასაარჩევნოდ გააუქმებს – ამის მოლოდინი ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ.

    ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით თანხებს სწორედ საარჩევნოდ ჩამოწერს, რომელმაც საბოლოოდ ფიზიკურ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 150 ათასი ლარი შეადგინა.

    წინასაარჩევნოთ, ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალებენ და ერთ ნაწილს გააუქმებს. ხოლო მეორეს, გააკეთებენ ჟესტს და ჩაითვლიან, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნით კი არ გააკეთებეს, არამედ საკუთარი კეთილი ნებით და ამ თემასაც საარჩევნოდ გამოიყენებენ, ჩამოაწერენ, რა თქმა უნდა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.

    პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობა უარს ამბობს ჯარიმების ჩამოწერაზე და გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
    186 ნახვა
    28-05-2020, 01:39