GOGA.TV
youtube
3
  • დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები, შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩნენ

    დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები, შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩნენ.

    პანდემიის დაწყებამდე ისინი თვითდასაქმებულები იყვნენ და თავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბაღებში, ნახირსა და სახლების დალაგებაში აღებული ანაზღაურებით ირჩენდნენ. ახლა კი, ვერაფრით ამტკიცებენ თვიდასაქმებულის სტატუსს და მთავრობის მიერ დაპირებული დახმარების გარეშე რჩებიან.

    დუშეთსა და მცხეთაში მცხოვრებლებს ნიკა მელია შეხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაარჩინოს მოქალაქეები შიმშილისგან და გაითვალისწინოს მისი პარტიის მიერ შეთავაზებულო ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის 1000 ლარიან,18 წლამდე პირებისთვის კი 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს.
    137 ნახვა
    28-05-2020, 09:38