GOGA.TV
youtube
3
  • მიდის "ატკატები" და ქვეყანაში გაქანებული კორუფციაა - მურმან დუმბაძე

    მიდის "ატკატები" და ქვეყანაში გაქანებული კორუფციაა. ეს არის, დაახლოებით, ჩერნენკო-ბრეჟვენის პერიოდი, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მურმან დუმბაძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

    დუმბაძე აჭარაში არსებულ გაჭირვებასა და სიღარიბეზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არა კორონა პანდემიას, არამედ "ქართულ ოცნებას" და მის რვაწლიან მმართველობას უკავშირდება.

    უკიდურესი გაჭირვებაა აჭარაში. ლარის კურსი, რომ ვიანგარიშოთ გლობალურად, ეს ვირუსის გამო არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2012 წლის ორი ოქტომბრიდან ნელ-ნელა და არაფორმალურმა მმართველობამ საკუთარის იქით ვერაფრის დანახვამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე, - ამბობს დუმბაძე.

    დუმბაძემ სახელმწიფო ვალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ვალი ცხრა მილიონს შეადგენდა, ახლა კი მისი რაოდენობა 2,5-ჯერ მეტია.

    ემჩნევა საქართველოს მოქალაქეს რომ ქვეყანა 2,5-ჯერ მდიდარი გახდა? თუ 2,5-ჯერ უფრო გავღარიბდით. თუ ამდენჯერ მეტი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, მეტი სკოლებია თუ მეტი პენსია/ხელფასი გავეცით თუ მეტად დავაფასეთ ადამიანები?? - ინტერესდება მურმან დუმბაძე.
    160 ნახვა
    28-05-2020, 10:07