GOGA.TV
youtube
3
  • პრემიერის ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერული კომპანიებისთვის

    პრემიერის ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერული კომპანიებისთვის. ხელისუფლება ბინის შესაძენად აღებული იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას გეგმავს, რაც პრემიერის შეფასებით, სამშნებელო კომპანიების საქმინობის გადარჩენის ერთდაერთი გზაა.

    მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ ფორმით, ფავორიტი სამშენებლო კომპანიების ირიბ დაფინანსებას არ იწყებს და ეს მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.

    ყველა ის პაკეტი რომელიც შევქმენით, მიზნობრივი პაკეტია და მიმართულია როგორც სექტორის, ისე მოქალაქის საჭიროებაზე. ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ეს არის ანტიკრიზისული ღონისძებები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ეკონომიკის წინაშე, - ამბობს ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი.

    თბილისის მერის განცხადებით კი კორონა პანდემიის პირობებში, აუცილებელია, არ გაუბედურდნენ სამშენებლო კომპანიები და ის ოჯახები, რომლებიც მშენებლობის დასრულებას ელოდებიან. ჟურნალისტების შეკითხვა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს პროგრამა დეველოპერების წინასაარჩევნოდ წახალისებას, კალაძემ უპასუხოდ დატოვა.

    თავად სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ, რომ არა ეს პროექტი და დახმარების პაკეტი, ამ სექტორში გაყიდვები აუცილებლად შემცირდებოდა .

    ზოგიერთი დეველოპერისთვის, შესაძლოა ყოფნა-არყოფნის საკითხიც დამდგარიყო. აღნიშნული პროგრამა, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს გაყიდვების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც კრიზისამდე იყო, - ამბობს "ემ კვადრატი უძრავი ქონების" გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირებისთვის 70 მილიონ ლარს დახარჯავს, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მილიონი ლარია. პროგრამის პრეზენტაცია პრემიერმა გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართა.
    200 ნახვა
    28-05-2020, 10:25