GOGA.TV
youtube
3
სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან ორს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. მათ შორის ერთი ქვემო ბოლნისიდანაა, ერთი კი სასწრაფოს მძღოლია.

    ამ დროისათვის, ბოლნისში სულ 165 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ქვეყანაში კი 738, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 573.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
    230 ნახვა
    28-05-2020, 10:34