GOGA.TV
youtube
3
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

    თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტრომ მუშაობა ორთვიანი პაუზის შემდეგ განაახლეს.

    მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებამდე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს თბილისის მერი და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი დიდი დიღმის ავტობაზაში გაეცნენ, სადაც ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა.

    მნიშვნელოვანია ასევე, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს, - განცხადა კახა კალაძემ.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მთავარი მოთხოვნებია – პირბადის ტარება, მიკროავტუბუსებში ფეხზე დგომის და კონდიცირების აკრძალვა. თუმცა, ფეხზე დგომა შესაძლებელი იქნება მეტროსა და ავტობუსებში.

    მეტროში სიტუაციას საპატრულო პოლიცია, ხოლო სამარშუტო ტაქსებში თავად მძღოლები გააკონტროლებენ.
    251 ნახვა
    29-05-2020, 00:46