GOGA.TV
youtube
3
ინფექციონისტების რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტში კონდიცირება არ ჩართონ, რადგან ის ინფექციის გადატანის დიდ რისკს ქმნის
  • ინფექციონისტების რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტში კონდიცირება არ ჩართონ, რადგან ის ინფექციის გადატანის დიდ რისკს ქმნის

    საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრთა ნაკადი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ბევრ ადამიანს ერთ სივრცეში ყოფნა არ მოუხდეს. ამ რეკომენდაციით სპეციალისტები მოსახლეობას და ხელისუფლებას მიმართავენ.

    ჩვენი მხრივ რეკომენდირებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებული იყოს ეს სიტუაცია, - განაცხადა NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.

    მას, ვინც მცირე მანძილზე გადაადგილებას გეგმავს, ინფექციონისტები მოუწოდებენ, საერთოდაც ნუ ისარგებლებენ ტრანსპორტით და ფეხით იარონ.

    მოკლე მანძილებზე ჯობია, ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, იმისთვის, რომ ნაკლები იყოს ტრანსპორტზე დატვირთვა. იმ თანამოქალაქეებს დავუთმოთ ტრანსპორტი, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    ინფექციონისტების რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტში კონდიცირება არ ჩართონ, რადგან ის ინფექციის გადატანის დიდ რისკს ქმნის.
    219 ნახვა
    29-05-2020, 00:50