GOGA.TV
youtube
3
სამწუხაროა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკო
  • სამწუხაროა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკო

    სამწუხაროა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკო, - ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მოსმენისას გააკეთა.

    პრემიერმა ოპოზიცია დემაგოგიასა და პოპულიზმში დაადანაშაულა. გიორგი გახარიას შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტები გაჭირვების ფონზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

    ოპონირება, როდესაც ხდება დემაგოგიური და პოპულისტური, გამოდის, რომ ჩვენ უბრალოდ ადგილზე ვდგავართ, სამწუხაროდ, და ვტკეპნით ერთსა და იმავე ადგილს. ეს კრიტიკა ჩვენ მიმართაც იყო, ჩემ მიმართაც იყო, როდესაც ვთქვი, რომ ქვეყანა იმსახურებს უკეთესს ოპოზიციას და ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები, ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება იმის შეხსენება, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკო, ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება იმის, რომ სიღარიბის და გაჭირვების გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები აკრიფო, უბრალოდ, ამორალურია, ეს არის სამწუხარო. მესმის, რომ ზოგიერთის პოლიტიკური მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკა და მორალი შეუთავსებელია, ჩვენ როგორც ჩანს, ცოტა სხვანაირად ვფიქრობთ, - განაცხადა პრემიერმა.

    პრემიერს დილიდან ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. გიორგი გახარია ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
    146 ნახვა
    29-05-2020, 10:34